ჩორჩანას საქმეზე, პროკურატურაში გამოკითხვაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან იზორია მივიდა. ექს მაღალჩინოსანმა გამოძიებას უნდა უთხრას, იცოდა თუ არა ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შესახებ, თუ გადაწყვეტილება გიორგი გახარიამ თვითნებურად მიიღო. სწორედ ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც გამოძიებას მოწმეებთან აქვს.
გამოკითხვაზე შესვლამდე ლევან იზორიამ მედიას უთხრა, რომ კომენტარს გამოკითხვის შემდეგ გააკეთებს. თავდაცვის ექს მინისტრმა არ უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა გახარიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას.
კომენტარები