ჩოხატაურის პოლიციამ მამაკაცი ყაჩაღობისთვის დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ 1999 წელს დაბადებულმა ბ.ღ.-მ იარაღის მუქარით გასტაცა თანხა ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელს და მიიმალა. ის აბაშის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
დაკავებულის სახლში ჩხრეკისას ყაჩაღობის შედეგად მოპოვებული ფულის ნაწილი და დანაშაულის ჩადენის იარაღი – პნევმატური პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.
კომენტარები