ჩოხატაურში უბედური შემთხვევა მოხდა. მეთერთმეტე კლასელი ბიჭი დენის დარტყმით დაიღუპა, ინფორმაციას ,,გურია ნიუსი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დენი ე.წ. “კერხელიდან” გადავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ბიჭი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც “ჯანმრთელობის სახლი გურიაში” აცხადებენ, კლინიკაში მიყვანისას, ფაქტობრივად, უკვე დაღუპული იყო.
დავით ხაბეიშვილი ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამრევლო სკოლის მოსწავლე იყო.
კომენტარები