ხელართული ჩხუბი სასამართლოში – ერთმანეთს ფიზიკურად თბილისში მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის და ბრალდებული ძმებ მიქაძეეების მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. “პირველების” ინფორმაციით, დაშავებულია ერთი პირი. მას დაზიანება გავრცელებული ინფორმაციით, სახის არეში არენიშნება.
ჩხუბში ჩაერია პოლიციაც, თუმცა არავინ დაუკავებიათ. მათ დაპირისპირებული მხარეები ტეროტორიას მხოლოდ გაარიდეს. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
დღეს მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების – გიორგი და დავით მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის პროცესია. სხდომას ესწრება მხოლოდ გიორგი მიქაძე, რადგან დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საქართველოში არ იმყოფებიან. მათზე წითელი ცირკულარით ძებნაა გამოცხადებული. (ტვ პირველი)














კომენტარები