ჩხოროწყუს ცენტრში ტრაგედია დატრიალდა.
ქალაქის ცენტრში მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე დასაქმებულ შუახნის მამაკაცს დენმა დაარტყა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი სარემონტო სამუშაოებს ატარებდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა. სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია. ამ წუთებში ადგილზე ექსპეტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
კომენტარები