• რეკლამა
  • კონტაქტი
21:52, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩინეთზე მეტ საფრთხეს ირანი წარმოადგენს, რისკი მომატებულია ჩვენთანაც”

ალია ავტორი - ალია
14:40 02-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ მოგზაურობისგან ისეთ ქვეყნებში, სადაც ვირუსის მაღალი დასენიანებაა.

„ჩინეთთან შედარებით შესაძლოა უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენდეს ჩვენი მეზობელი ქვეყანა. სწორედ ამიტომ იყო ირანთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილებები მიღებული.

მოვუწოდებ მოსახლეობას – თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, თავი ავარიდოთ ჩინეთში მოგზაურობას. ასევე თავი ავარიდოთ მოგზაურობას ირანში, სამხრეთ კორეაში და ძალიან დასენიანებულ ქვეყნებში. სამწუხაროდ, ამ ქვეყნების რიცხვში შევიდა იტალიაც. ეს აკრძალვა არ არის, თუმცა თუ ამის აუცილებლობა არ არის, თავი შეიკავეთ მსგავს ქვეყნებში მოგზაურობისგან.

რისკი მომატებულია ყველგან და მათ შორის ჩვენთანაც, ამიტომ მეტი მზადყოფნა გვმართებს. ამასთან, იგი  მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თუ რომელიმე მოქალაქეს ასეთ ქვეყნებში მოგზაურობის 2-კვირიანი ისტორია აქვს, აუცილებლად მიმართოს ინფექციურ საავადმყოფოს.

შეგახსენებთ, 24 თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში ინფიცირებულთა 77 400-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილთა რაოდენობა 2592-მდე გაიზარდა.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 2 200-ს აღწევს, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 416-თ გაიზარდა.

წყარო – პრაიმტაიმი

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved