• რეკლამა
  • კონტაქტი
01:56, ხუთშაბათი, 1 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩინეთში მამამ გატაცებული შვილი 24-წლიანი ძებნის შემდეგ იპოვა

ალია ავტორი - ალია
18:36 06-18-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
579

გუო განგტანგის ცხოვრება 1997 წელს სამუდამოდ შეიცვალა. უცნობმა ქალმა მისი 2 წლის ბიჭი მაშინ გაიტაცა, როდესაც ბავშვი სახლის წინ თამაშობდა. მომხდარით განადგურებულმა მამამ პირველი შოკის შემდეგ მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო: შვილი უნდა დაებრუნებინა. 24 წლის შემდეგ მას ნატვრა აუხდა და ნანატრი შვილი გულში ჩაიკრა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

შვილის მოსაძებნად ახლა უკვე 51 წლის გუომ თითქმის მთელი ჩინეთი შემოიარა. ის ინფორმაციის შეგროვებას ნებისმიერი ხერხით ცდილობდა და უცნობებს დაკარგული შვილის ფოტოს უჩვენებდა. რამდენჯერმე საგზაო შემთხვევაში მოხვდა, ხიდის ქვეშაც ხშირად ეძინა, როცა სასტუმროში დასარჩენად ფული გამოელია. მამამ მოგზაურობისას 10 მოტოციკლი გამოიცვალა და 480 000-ზე მეტი კილომეტრი გაიარა.

საბოლოოდ, რამდენიმე დღის წინ გუომ დაკარგული შვილი იპოვა. დნმ-ის ტესტმა მამას დიდი ხნის ოცნების ასრულება დაუდასტურა. შვილი მშობლებმა 24 წლის შემდეგ პირველად ჩაიკრეს გულში.

ბავშვის მოტაცებისა და გაყიდვის ბრალდებით ამჟამად 2 ადამიანია დაკავებული.

აღსანიშნავია, რომ გუოს შვილის გატაცების ისტორიის მიხედვით 2015 წელს ფილმი Lost and Love გადაიღეს. მამას შვილის პოვნა მსახიობმა ენდი ლაუმაც მიულოცა, რომელიც ფილმში სწორედ მამაც გუოს განასახიერებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved