ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის დირექტორმა, გაო ფუმ კორონავირუსის წარმოშობის ახალი ვერსია დაასახელა, რომლის მიხედვითაც, ვირუსი ქალაქ უხანის ბაზრობაზე არ გაჩენილა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.
„თავიდან ჩვენ ვფიქრობდით, რომ ვირუსი ზღვის პროდუქტების ბაზრობაზე გაჩნდა, მაგრამ ანალიზებით ეს არ დადასტურდა. სამაგიეროდ, ჩვენ აღმოვაჩინეთ ვირუსის კვალი ჩამდინარე წყლის ნიმუშებში. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ ვირუსი უხანის ბაზრობაზე გამოჩენამდეც არსებობდა“, – განაცხადა გაო ფუმ.
კომენტარები