• რეკლამა
  • კონტაქტი
22:07, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩინეთის ხელისუფლება კოვიდრეგულაციებს ამსუბუქებს

ალია ავტორი - ალია
10:54 12-07-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
85

ჩინეთის ხელისუფლება კოვიდრეგულაციებს ამსუბუქებს. ამიერიდან „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული უსიმპტომო ან მსუბუქი სიმპტომის მქონე მოქალაქეები კარანტინის გავლას სახლებში შეძლებენ სახელმწიფო დაწესებულებების ნაცვლად. ასეთ შემთხვევაში მოქალაქე შეეძლება, დარჩეს სახლში და ტესტის შედეგი თავად აცნობოს შესაბამის უწყებას. ამასთან, ქვეყანაში გაუქმდა პისიარტესტირების ვალდებულება საჯარო დაწესებულებებში, საავადმყოფოებისა და სკოლების გარდა.

რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც მკაცრი კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ ქვეყნის მსხვილ ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.

როგორც „ბიბისი“ წერს, ცენტრალიზებული კარანტინი მოსახლეობაში უკმაყოფილებას იწვევდა, რადგან ოჯახებს ყოფდა და იყო შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები კარანტინის გასავლელად სახელმწიფო დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაჰყავდათ.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, წესების ცვლილება არის ძლიერი ნიშანი იმისა, რომ ჩინეთი „კოვიდის“ მიმართ ნულოვანი პოლიტიკიდან „ვირუსთან თანაცხოვრებისკენ“ ინაცვლებს.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის პიკია, ყოველდღიურად ვლინდება საშუალოდ „კოვიდ-19“-ის 30 ათასზე მეტი შემთხვევა.

ახალი წესებით, ასევე მკაცრად იკრძალება შენობებში სახანძრო გასასვლელებისა და კარების ბლოკირება. მანამდე გავრცელებული ცნობებით, ლოკდაუნის დროს მოქალაქეებს ბინებში კეტავდნენ, შენობებს კი ლუქავდნენ.

საპროტესტო გამოსვლები ჩინეთის ქალაქ ურუმჩიში მრავალსართულიან შენობაში გაჩენილ ხანძარს მოჰყვა, რასაც ათი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ ლოკდაუნის გამო შენობის გასასვლელები ჩაკეტილი იყო, რამაც ევაკუაციის პროცესი შეაფერხა.

ხელისუფლებამ ბრალდებები უარყო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved