ჩინეთში, საქართველოს საელჩოს თანამშრომელი თამარ თავხელიძე Tik Tok-ზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩინელი ბავშვები ქართულად მღერიან.
„ჩინეთში საქართველოს საელჩოში გვესტუმრნენ ჩინელი ბავშვები“- – წერს თამარ თავხელიძე.
სოციალურ ქსელში განთავსებულმა ვიდეომ დადებითი შეფასებები დაიმსახურა.
„უსაყვარლესები არიან “, „რა კარგია და რა საყვარლები არიან“, „ყველაფერში ნიჭიერები არიან, მოუხდათ გურული, გენაცვალეთ“, – წერენ კომენტარებში.
კომენტარები