• რეკლამა
  • კონტაქტი
16:19, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩიკვაიძემ 4 პირი დაასახელა – “რას საქმიანობდნენ საზმაუს მიწისქვეშა სართულებზე?” – სკანდალური წერილი

ალია ავტორი - ალია
13:46 09-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,308

დღეიდან 4 ოქტომბრამდე, ეტაპობრივად დავიწყებ მოყოლას, თუ რას საქმიანობს ჩინეთის მიერ მხარდაჭერილი რუსულ-ირანული ტერორისტული ორგანიზაცია “ქართული ოცნება” საქართველოში – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი, გიორგი ჩიკვაიძე ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს. 

იგი ასახელებს ოთხ პირს – ფინანსური პოლიციის ყოფილ შეფს სოსო რამიშვილს და მის ძმას, ყოფილ გენპროკურორს – გიორგი გაბიტაშვილს და მომღერალ “უცნობს”.

 

ვინმეს, შეიძლება, გაუჩნდეს კითხვა, თუ რატომ – ეტაპობრივად? მოგახსენებთ, რომ საქართველოს გარეთ მიმდინარეობს მოკვლევა-გამოძიება ამ ინფორმაციებთან დაკავშირებით. შესაბამისად, გამოქვეყნების ნაწილში, არ ვარ სრულად თავისუფალი, რათა ხელი არ შეეშალოს ამ პროცესს.

წარმოდგენილ ფაილებში თქვენ ხედავთ FBI-ს მაღალი თანამდებობის პირებს (მათი და მათი ოჯახის ყველა პირადი მონაცემი, გასაგები მიზეზების გამო, დაბლარულია. მათ შორის, დაბადების თარიღები, მისამართები, თანამდებობები, საბანკო ვალდებულებები, ტელეფონის ნიმრები და email მისამართები და ა.შ.). მათ შორის არიან კომუნიკაციებისა და კიბერ-უსაფრთხოების საკითხებში ფედერალური ბიუროს თანამშრომლები, მეტროპოლიტენის უსაფრთხოების ნაწილში FBI-ს თანამშრომლები, ანტიტერორისტული მიმართულების მაღალჩინოსნები და ა.შ. ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რას უკავშირდება ასე სტრატეგიულად შერჩეული პირები. ამას საერთაშორისო გამოძიება და FBI, ალბათ, თავად გასცემენ პასუხს გამოძიების დასრულებისას. ეს ფაილები შექმნილი და დამუშავებულია მოსკოვში ფსბ-ს მიერ, ხოლო შემდეგ გადმოცემულია საქართველოში საბოლოო გეგმის შესასრულებლად, კერძოდ, ქართული, საკმაოდ დახვეწილი ქოლცენტრების მიერ.

ფსბ-ს დავალებით, მთავარ მიზანს წარმოადგენდა ამ ადამიანებისთვის გარკვეული ტიპის, ხშირ შემთხვევაში, ფინანსური პრობლემების შექმნა, რის შემდეგაც, ფსბ-ს სხვა დანაყოფი ამ ადამიანებს მოევლინებოდა მხსნელად.

ამ სპეცოპერაციებში მონაწილეობდა არაერთი ქართველი მაღალჩინოსანი. მინდა გამოვყო ფინანსური პოლიციის ყოფილი შეფი სოსო რამიშვილი და მისი ძმა, რომლის როლიც განსაზღვრული იყო და, უმეტეს შემთხვევაში, წარმოადგენდა ფოსტალიონობას თბილისსა და მოსკოვს შორის. საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, მე, ასევე, მიწოდებული მაქვს თბილის-მოსკოვს შორის საკომუნიკაციოდ გამოყენებული ტელეფონის ნომრები. ვფიქრობ, თაღლითუხუცეს სოსო რამიშვილს და, თუნდაც, მომღერალ “უცნობს” – გაჩეჩილაძეს, ბევრი აქვთ მოსაყოლი, თუ რას საქმიანობდნენ საზმაუს მიწისქვეშა სართულებზე…. 

არ მინდა, ყურადღების მიღმა დამრჩეს ყოფილი გენპროკურორი – კრიმინალი გიორგი გაბიტაშვილი. თუმცა, მის როლზე, ადგილობრივ კრიმინალსა, თუ ტრანსნაციონალურ დანაშაულობებში მონაწილეობაზე, სხვა პოსტში ვისაუბრებ, რადგან მოსაყოლი ძალიან ბევრია და იმ ნაწილში დავუბრუნდები ჩემი უკანონო დაკავების მარტის თვეს და კიდევ იმას, თუ რას უკავშირდებოდა ის გავეშებული დევნა 112 კაცითა და 84 მანქანით.

FBI-ს ეს საგანგებოდ შერჩეული თანამშრომლები ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერ/2025 წლის იანვარში წარმოადგენდნენ მხოლოდ მათი ქოლცენტრების სამიზნეებს. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია, ჩემს ხელში მოხვედრის თანავე, მივაწოდე საქართველოში ამერიკის საელჩოს და მჯერა, რომ ამითი, პირველ რიგში, დავიცავი ჩემი ქვეყნის რეპუტაცია. ასევე, მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ “მეგობარი” აქტის წარმომადგენელთა პალატაში განხილვის დღეს, ამ ფაილების სრული ვერსიები და სხვა მრავალი, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია და დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თითქმის ყველა კონგრესმენს ედო მაგიდაზე. ალბათ, გიჩნდებათ ლოგიკური კითხვა, თუ საიდან მოხვდა ეს ფაილები და ეს დოკუმენტაცია ჩემს ხელში. პირდაპირ გეტყვით, რომ დაახლოებით სამი-ოთხი წლის წინ, როდესაც ფსბ-ს დანაყოფ “ქართულ ოცნებას” გამოვუცხადე ომი, ძალიან სტრატეგიულად გავთვალე, თუ სად უნდა მეძებნა მათი სუსტი წერტილები. ამ ფაილების ნახვის შემდეგ, ვიცი, ბევრი შემოირტყამს შუბლზე ხელს და მიხვდებიან, რომ იმაზე ახლოს ვიყავი მათთან, ვიდრე წარმოედგინათ. აქვე, მსურს დავაანონსო, რომ შემდეგ პოსტში გამოვაქვეყნებ 14 მისამართს, სადაც ყველა ობიექტურ მედია საშუალებას შეეძლება LIVE კამერით მისვლა და საზოგადოება ნახავს, თუ ვინ ბინადრობს ჩვენი ქალაქის ცენტრში და რას საქმიანობენ ამ ქვეყანაში. მჯერა, რომ მხილებების ეს სერია, პირველ რიგში, ეფექტური იქნება გონებადახშული, უმძიმესი პროპაგანდის ქვეშ მყოფი ე.წ. ნეიტრალური და მშვიდად მაყურებელი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

აქვე,მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, რომ ჩემი ლიკვიდაციის განმეორებითი მცდელობა არ იქნება ეფექტური და რომ ყველაფერი გახდება საჯარო.

საქართველო არასოდეს იქნება რუსეთი და 2025 წლის შემოდგომა იქნება ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვების მომტანი.
გავიმარჯვებთ სახელოვნად!”- წერს ჩიკვაიძე. 

ჩიკვაიძე, სოციალურ ქსელში, სქრინებს აქვეყნებს:

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved