„ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. მაია იმნაძე ლანჩხუთიდან იყო.
„მოიხსენიეთ ახლადშესვენებული მაია, კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე… თითოეული გარდაცვლილი ემიგრანტი ჩვენი საერთო ტკივილია. ნათელი დაუმკვიდროს უფალმა. საქართველომ კიდევ ერთი ემიგრანტი შვილი დაკარგა“, – ვკითხულობთ პოსტში.
წყარო: „პრაიმტაიმი“
კომენტარები