• რეკლამა
  • კონტაქტი
21:34, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხარკოვი, ირპინი, მარიუპოლი, ჩერნიჰივი, დონეცკი – რა ხდებოდა დღეს უკრაინაში? – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
00:55 03-24-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,366

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

 

“განახლება (22:30) 23 მარტი:

– უკრაინის სამხედრო ნაწილებმა სრულიად გაწმინდეს კიევის დასავლეთით მდებარე ქალაქი ირპინი, რომელიც მთელი საბრძოლო მოქმედებების პერიოდში რუსული არმიის ერთ-ერთ სამიზნეს წარმოადგენდა. დღეს ირპინის კონტროლი სამხედრო ძალებმა ადგილობრივ პოლიციას გადააბარეს, რაც 24 თებერვლის შემდეგ პირველად ხდება. უკრაინის არმიამ კიდევ უფრო დასავლეთით გადაინაცვლა ბუჩას მიმართულებით, რომელსაც ბოლო ორი კვირის გნამვლობაში რუსები აკონტროლებენ.

– კიევის ირგვლივ რუსული არმიის ნაწილები მცირე ალყაში მოხვედრის საშიშროების წინაშე დგანან. ირპინის დაკავებისა და სამხრეთიდან, ჟიტომირი-კიევის მაგისტრალის გასწვრივ, დასახლება მაკარივის გათავისუფლების შემდეგ უკრაინელებმა რუსული საცეცხლე პოზიციები რკალისებურ ალყაში მოაქცია, ზოგან კი თითქმის სრულიად არიან გარემოცულები. ახლა უკრაინელთა შეტევის შემთხვევაში ბევრი რამ შეიძლება გადაწყდეს ამ მიმართულებით.

– სამხრეთის მიმართლებით, წუხელ ჩერნიბაევკასთან მეცხრედ განადგურდა მიკოლაივი-ხერსონის გზაზე გაწელილი რუსული კოლონა. ეს ციფრი გადაჭარბებული სულაც არ გახლავთ, უბრალოდ რუსებს მიკოლაივისაკენ გაჭრის ერთადერთი შანსი სწორედ ამ სოფელზე გადის, რომელსაც უკრაინელები სამი საათის განმავლობაში ბომბავდნენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ამჯერად რუსების ერთ-ერთი ყველაზე მოზრდილი კოლონა იქნა განადგურებული. საინტერესოა კიდევ ერთიც: უკრაიენელბმა ხერსონის შემოგარენსაც კი მიაღწიეს.

– სამი დღეა ხარკოვის რაიონში უკრაინის არმია აღმოსავლეთისაკენ ინტენსიურ კონტრშეტევაზეა გადასული. ზოგიერთი მიმართულებით უკრაინულმა სამხედრო ნაწილებმა რუსებს სახელმწიფო საზღვრის მიმართლებითაც კი დაახევინეს უკან.

– ასევე ხარკოვის რაიონში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს სტრატეგიული ქალაქი იზუმისათვის, რომლის ნაწილის დაკავებაც რუსეთმა რამდენიმე დღის წინ შეძლო. როგორც აღინიშნა ხარკივიდან დონეცკის რაიონში გადასასვლელი უმთავრესი გზა სწორედ იზუმზე გადის. უკრაინის არმიამ 24 საათია მასირებული შეტევა წამოიწყო ქალაქზე კონტროლის აღსადგენად და შეიძლება ითქვას რომ იზუმის უმეტეს ნაწილზე სრულფასოვანი კონტროლის დაბრუნება შეძლო კიდეც.

– რუსულმა სამხედრო ნაწილმა დონეცკის რაიონში უკრაინული ფრონტის ხაზის გარღვევა ქალაქი დონეცკის ჩრდილოეთით დასახლება ვერხნოტორეცკის მიმართულებით შეძლო. მოგახსენებთ, რომ სწორედ დონეცკის რაიონში უკრაინელბს სანგრებითა და თავდაცვის ზღუდეებით ფრონტის ხაზი ჰქონდათ შექმნილი, რის გამოც ნებისმიერი გარღვევა საერთო უსაფრთხოებისათვის ყოველთვის ძალიან საშიშია.

– გრძელდება ბრძოლა მარიუპოლისათვის. დღეს უკრაინელებმა აღადგინეს კონტროლი ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილზე. აიყვანეს ტყვეებიც კი. დონბასში ბაზირებული რუსული არმიის ნახევარი მარიუპოლის ჩრდილოეთ დას აღმოსავლეთ მიმართულებას უტევს და კვლავაც უშედეგოდ.

– ნატოს სახელმწიფოებმა და შვედეთმა (რომელიც ნატოს წევრი არ არის) უკრაინისათვის დიდი რაოდენობით ახალი ანტისატანკო და ანტისაჰაერო იარაღის გადაცემა დააანონსა. ეს კი შეიძლება იმის მანიშნებელი იყოს, რომ ძველი პარტია უკვე ჩავიდა.

– უკრაინელები არამხოლოდ ბაირაქტერების ტიპის დრონებს იყენებენ რუსული კოლონების წინააღმდეგ, არამედ სადაზვერვო ტიპისაც, რისი მეშვეობითაც ისინი ასწორებენ სამიზნეს, რასაც უზუსტესი საარტილერიო იერიშები მოყვება ხოლმე. მსგავსი რამ მოხდა დღეს ჩერნიჰივის რაიონშიც, სადაც რუსული სადაზვერვო ასეული განადურდა.”

თეგები: გიორგი კობერიძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved