• რეკლამა
  • კონტაქტი
22:46, პარასკევი, 6 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩემზე ავრცელებენ არასწორ და მავნებლურ ინფორმაციას“

ალია ავტორი - ალია
01:08 03-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

მომღერალი, იტალიაში საქართველოს ელჩის მრჩეველი დავით გომართელი დღეს მასზე გავრცელებულ ინფორმაციებს სოციალური ქსელით ეხმაურება:

„ძვირფასო მეგობრებო, მსურს გამოვეხმაურო უახლოეს საათებში, სოციალურ ქსელებში ჩემს მიმართ არასწორი ინფორმაციების გავრცელებას.

მოგახსენებთ,რომ გადაუდებელი აუცილებლობის გამო და კერძოდ დედაჩემის ჯანმრთელობის გაუარესების დიდი რისკის გამო (დედა 90 წლის გახლავთ). მომიწია, ყველანაირი დიპლომატიური პროტოკოლის წესის დაცვით, იტალიიდან დროებით საქართველოში გამომგზავრება.
საქართველოში შემოსვლის დროს, საზღვარზე გავიარე დადგენილი შემოწმება და რეგულაციების თანახმად ვიმყოფები თვით იზოლაციაში და საბედნიეროდ ავადმყოფობის არანაირი სიმპტომები არ გამაჩნია.
ჩემი საქართველოში შემოსვლისთანავე დავრეკე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე (მსურვლებს შეუძლიათ გადაამოწმონ) და მათგან მივიღე შესაბამისი რეკომენდაციები.

სამწუხაროდ აღმოჩნდა,რომ ჩვენს ქვეყანაში კეთილი ადამიანების გარდა არსებობენ პიროვნებები, რომლებიც არსებული მძიმე მდგომარეობის მიუხედავად ავრცელებენ არასწორ და მავნებლურ ინფორმაციას. ამით ჩვენს ქვეყანას აგდებენ უფრო რთულ და პანიკურ სიტუაციაში.
რაც ჩემი აზრით ძალზე საშიშია.
არ დაუჯეროთ ასეთ „ფეიკ“ ინფორმაციებს

აქვე მსურს გითხრათ,რომ ძალზე შეწუხებული ვარ, რომ ამ კრიზისული სიტუაციის დროს მომიწია ჩემი კოლეგებისა და თანამშრომლების დატოვება იტალიაში.
ქედს ვუხრი ყველა მათგანს, მათი პროფესიონალიზმისთვის, ქვეყნისა და საქმის ერთგულებისათვის.

კიდევ ერთხელ მსურს მადლიერების გრძნობა გამოვხატო ჩემი მეგობრებისა და საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ, ვინც მართლა ალალად განიცდის არამარტო ჩვენს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, არამედ მთელს სამყაროში არსებულ მძიმე მდგომარეობას. იცავს რეგულაციებსა და არ არღვევს კანონს.

უფლის წყალობა იცავდეს საქართველოსა და მთელს კაცობრიობას.

დავით გომართელი 20.03. 2020“

თეგები: დავით გომართელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved