პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარი მელიას უარი.
მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, მელია 72 საათში იქნებოდა თავისუფალი
“გულახდილად რომ გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია ნიკა მელიას უარი ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე. უბრალოდ არ მესმის. კი ბატონო, პრინციპულობა გამოავლინა, პირადად არ იხდიდა და არ უნდოდა სხვას გადაეხადა, მაგრამ ევროკავშირი არის მზად, რომ გადაიხადოს გირაო. ამით არავის ღირსება არ შეილახება. ამაზე ხელის აკვრა პირადად ჩემთვის გაუგებარია. მაგრამ ყველა ადამიანს თავისი არჩევანი აქვს. უარს ამბობს? მაშინ დარეგისტრირდება ამნისტიის შესახებ კანონი, მაგრამ ეს დროში გაიწელება. დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება. ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, ის 72 საათში იქნებოდა თავისუფალი. ხოლო ამნისტიის შესახებ კანონპროექტის დაინიცირების შემთხვევაში, დაახლოებით ერთ თვეში. დაჩქარებული წესით იქნება განხილვა, მაგრამ დაჩქარებასაც ვადა აქვს. ერთ დღეში და ორ დღეში ამნისტიის შესახებ კანონს ვერ მივიღებთ. მიმაჩნია, რომ არ შეიძლება ევროკავშირისთვის ამ ინიციატივაზე ასე ხელის აკვრა და ამ კეთილ ნებაზე და ეფექტურ გამოსავალზე უარის თქმა.
კანონპროექტი ჯერ არც არსებობს და ზოგადი საუბარი მისაღებია, მიუღებელია, პოლიციელებზე გავრცელდება არ გავრცელება, უნდა ვნახოთ და კარგად ავწონ- დავწონოთ, რა არის მისაღები და რა – მიუღებელი. თუმცა ზოგადად, ამნისტიის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ ხოლმე. ვნახოთ, ჯერ რა ეწერება. იქ შეიძლება იყოს რაღაც მიუღებელი, რასაც ხმამაღლა გავაპროტესტებთ. გააჩნია, ვისზე გავრცელდება და ვისზე ეცდებიან, გაავრცელონ. სამშაბათს ჩავხედავ, ზუსტად ვნახავ რა არის და გეტყვით,” – განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, ნიკა მელია აცხადებს, რომ ის თავს მოტყუებულად გრძნობს და გირაოს გადახდის წინააღმდეგია.














კომენტარები