• რეკლამა
  • კონტაქტი
10:16, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემთვის გადამწყვეტია რეპუტაცია” – ვახო სანაია BBC–ის მასალაზე

ალია ავტორი - ალია
18:57 04-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
909
ჟურნალისტი, ვახო სანაია:
“სატელევიზიო გაშუქების გარდა, ვფიქრობ, უნდა გაგაცნოთ ჩემი დამოკიდებულების შესახებ მიმდინარე პროცესებზე. შეამჩნევდით, ქვეყანაში მიმდინარე სხვა თემებზე არაფერი დამიწერია, რადგან მიმაჩნია, რომ ჯერ ფორმულას გარშემო უნდა გითხრათ ჩემი მოსაზრება.
ცოტა ვრცელი სტატუსი გამომივა.
არ დავიწყებ იმის ახსნას, ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია BBC-ზე გამოქვეყნებული ჟურნალისტური პროდუქტი. მე და ჩემი კოლეგები არასდროს ვიქცევით ისე, როგორც ,,ქართული ოცნება” ან მისი პროპაგანდისტული საშუალებები სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროპარლამენტის, CNN-სა თუ მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიმართ.
1. გამოძიება ქოლ-ცენტრების პრობლემაზე დიდი ხანია მიმდინარეობს. ესაა საერთაშორისო გამოძიება. ყურადღების ცენტრშია საქართველოც. ამ თემაზე სხვადასხვა ქვეყნის მედია წლებია, აქტიურად მუშაობს. ახლა საგამოძიებო მასალა BBC-ზეც გამოქვეყნდა და იქ გამოთქმულია დაშვებები ,,ფორმულას” დამფუძნებლის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი სამხილები მასალაში მოყვანილი არ იყო, ჩვენთვის ცხადია, ეს ამბავი უაღრესად საყურადღებოა.
2. უმნიშვნელოვანესია ერთი საკითხი. მიმდინარეობს საერთაშორისო გამოძიება. დავით კეზერაშვილმა, რომელიც ევროპული იურისდიქციის სივრცეში ცხოვრობს, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, განაცხადა, რომ ცხადია, ითანამშრომლებს გამოძიებასთან, თუკი ასეთი დაინტერესება იქნება. ბრიტანეთის, გერმანიის თუ სხვა ქვეყნების მართლმსაჯულება ეს არ არის ივანიშვილის პროკურატურა და სასამართლო, რომელსაც არანაირი ნდობა არა აქვს. იქ გადაწყვეტილებები არ მიიღება ისე, როგორც საქართველოში, მაგალითად, იმგვარად, როგორც ეს მოხდა დავით კეზერაშვილის შემთხვევაში უზენაეს სასამართლოში, რაც მიზნად ,,ფორმულას” ხელში ჩაგდებასა და მერე მის დახურვას ისახავს მიზნად.
3. დავით კეზერაშვილმა უარყო ყველანაირი კავშირი BBC-ის საგამოძიებო მასალაში გამოთქმულ დაშვებებსა და ვარაუდებთან ტუ აღწერილ სქემებთან და მკაფიოდ განაცხადა, რომ არასდროს ჰქონია რაიმე კავშირი ქოლ-ცენტების არალეგალურ ბიზნესთან.
უფრო მეტიც, განაცხადა, რომ თავადვე მიმართავს სამართლებრივ ბერკეტებს, დაამტკიცოს, რომ BBC-ის მასალაში აღწერილია საკითხები მასთან არ არის სემხებლობაში და მას დაადასტურებს.
შესაბამისად, რეალობა ასეთია: ერთი მხრივ, BBC-ზე გამოქვეყნა საგამოძიებო ნამუშევარი, მეორე მხრივ, დავით კეზერაშვილი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და, მესამე, არსებობს ობიექტური მართლმსაჯულება ევროპის მასშტაბით, რომლის მხრიდან დავით კეზერაშვილის დაინტერესების შემთხვევაში ობიექტური მართმსაჯულება განხორციელდება, რა შემთხვევაშიც თავად კეზერაშვილი მზადაა სათანამშრომლოდ და თავისი პოზიციის დასამტკიცებლად. ამას მკაფიოდ ამბობს.
4. თუ გამოძიება დავით კეზერაშვილით დაინტერესდება და რეალობა ობიექტური ევროპული მართლმსაჯულებით დადგინდება, ამაზე იქნება იქნება დამოკიდებული ,,ფორმულას” მომავალიც. სწორედ ეს განსაზღვრავს ყველაფერს ამ არხსა და თანამშრომლებთან დაკავშირებით, მანამდე კი ცხადია, განვაგრძობ ფორმულას გუნდთან ერთად ჩვეულ რეჟიმში მიშაობას.
ახლა რაც შეეხება კონტექსტს, რომელიც BBC-ისგან დამოუკიდებლად, საქართველოშია შექმნილი.
ივანიშვილის მორჩილი სასამართლოს ხელით დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური მართლმსაჯულება. ამას მე კი არა, საერთაშორისო დონეზე ობიექტური შემფასებლები ამბობენ. მისი გვარი, როგორც მედიის ერთ-ერთი დამფიძნებლისა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში ხვდება; საუბარია ევროპული ინსტიტუციების მხრიდან დასკვნებსა და განცხადებებში. ეს ისედაც ცხადია ყველასთვის – ივანოშვილს სურს, ხელში ჩაიგდოს და დახუროს ,,ფორმულა”. უზენაესმა სასამართლომ ივანიშვილის პირადი ადვოკატისა და ყოფილი მთავარი პროკურორის ხელით, რომელიც მოსამართლის მანტიაში გამოეწყო, გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება. მთლიანად უარყო უტყუარი ფოტო-და ვიდეომტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები. ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი კეთდება ,,ფორმულას დასახურად”.
თითქოს არ ჩატარებულა წვრთვნა, რომელიც ჩატარდა და ამის კადრები არსებობს.
ახლა თავად ,,ფორმულას” შესახებ.
მიმაჩნია, რომ ,,ფორმულა” მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომლის დახურვა ივანიშვილს გზას უხსნის მედიასივრცის მთლიანად დასაპყრობად. ამ არხის განადგურება ივანიშვილს აძლიერებს და გვასუსტებს ჩვენ ყველას, სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც წინააღმდეგია რუსული რეჟიმის.
ფორმულას აქვს სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ევროპულ არჩევანს უჭერს მხარს და ყველაფერს აკეთებს შესაძლებლობების ფარგლებში ამ არჩევანს ხელი შეუწყოს. ეს ფორმულას ძლიერი მხარეა. აქ მომუშავე ჟურნალისტები თავად წყვეტენ, როგორი იქნება მათი გადაცემის შინაარსი და ამაში ვერავინ ერევა. აქ ხალხი შეიკრიბა ფასეულობების გარშემო.
განა არ შემეძლო, უსაფრთხო და პრივილეგირებულ სივრცეში მემუშავა, მაგრამ ავირჩიე ის, რაც ვალდდბულება და აუცილებლობაა – არ შევეგუოთ რუსულ რეპრესიულ რეჟიმს თუნდაც ფიზიკური უსაფრთხოების რისკის ფასად.
,,ფორმულა” შეიქმნა და სეიკრა ფასეულობების გარშემო და არა იმ ნიშნით, როგორც პროპაგანდისტული არხები.
ჩემთვის გადამწყვეტია რეპუტაცია. სწორედ ამიტომ ყოველთვის გახსნილი ვარ კრიტიკის მიმართ, ეს არხი შეცდომებზეც სწრაფად რეაგირებს.
სწორედ რეპუტაციაა ის საკითხი, რის გამოც ქოლცენტების საკითხზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული. ამიტომაა, რომ BBC-ის საკითხი ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი და ეს უნდა დაადგინოს ევროპულმა მართმსაჯულებამ და ამ ნაწილში, როგორც დამფუძნებელი ამბობს, მზადაა, დაადასტუროს, რომ არანაირი კავშირი არა აქვს ქოლ-ცენტრეთან. სხვათა შორის, ფორმულას არაერთი სიუჟეტი აქვს გაკეთებული ამ პრობლემაზე.
ბევრი რომ არ გავაგრძელო. ფორმულას წინაშე სამი საკითხი დგას. აქედან ორი დამოკიდებულია გამოძიებასთან, ერთი კი თავად ფორმულაზე:
1. უცხოურმა ობიექტურმა მართლმსაჯულებამ უნდა გამოიძიოს ქოლ-ცენტრების თემა.
2. ივანიშვილის პოლიტიზირებული სასამართლო სულ სხვა და აბსურდული საქმის აპირებს არხის დახურვას
და
3. ფორმულა მუშაობს ისე, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. რადგან ეს ჩენი პირადი სტატუსია, ვიტყვი – მე, როგორც ერთი კონკრეტული ადამიანი, ამ მესამე პუნქტის ნაწილში საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოვიყენებ.
,,ფორმულას” გარეშე რუსი ოლიგარქი უფრო ძლიერდება;
,,ფორმულას” არსებობით კი სამოქლაქო საზოგადოება ცოტათი უფრო ძლიერია.
ამიტომ : გვჭირდება სიმართლის გარკვევა და ობიექტური მართლმსაჯულებით დადგენილი რეალობა.”
თეგები: ვახო სანაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved