არ ვადასტურებ ინფორმაციას პრემიერთან დაპირისპირების შესახებ, არ შეიძლება, რომ პროფესიული საქმიანობის დროს საკუთარი აზრის დაფიქსირება გადათარგმნილი იყოს როგორც სკანდალი ან როგორც დაპირისპირება, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„მე არ ვადასტურებ ინფორმაციას პრემიერთან დაპირისპირების შესახებ, არ შეიძლება, რომ პროფესიული საქმიანობის დროს საკუთარი აზრის დაფიქსირება გადათარგმნილი იყოს, როგორც სკანდალი ან როგორც დაპირისპირება, აქედან გამომდინარე პასუხი არის მხოლოდ ერთი დაპირისპირება ჩვენ შორის არ ყოფილა. ჩვენ ერთად ისევ ვიქნებით პოლიტსაბჭოში, ასევე გვექნება თანამშრომლობა და ამას დაინახავს საზოგადოება მომავალშიც“, – განაცხადა ტიკარაძემ.
კომენტარები