• რეკლამა
  • კონტაქტი
03:20, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემს სიმღერებში პოლიტიკაზე რამეს ვმღერი? გაკვირვებული ვარ! ეს არის თქვენი ევროპული თავისუფლება?” – რას ამბობს ფირცხალავა მას შემდეგ, რაც ლატვიაში შესვლა აუკრძალეს

ალია ავტორი - ალია
10:03 07-31-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
189

ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას ლატ­ვი­ა­ში შეს­ვლა ოფი­ცი­ა­ლუ­რად აუკ­რძა­ლეს. ქვეყ­ნის მთავ­რო­ბამ ის „შავ“ სი­ა­ში შე­ი­ყა­ვა­ნა. ამის შე­სა­ხებ ლატ­ვი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ბა­ი­ბა ბრა­ჟემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ X-ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

“მე გა­დავ­წყვი­ტე ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა შე­ვიყ­ვა­ნო ლატ­ვი­ის რეს­პუბ­ლი­კის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი პი­რე­ბის სი­ა­ში და ავუკ­რძა­ლო ლატ­ვი­ა­ში შეს­ვლა გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით“, – წერს ბრა­იე.

ლატ­ვი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აკ­რძალ­ვა კონ­ცერ­ტამ­დე ორი დღით ადრე მი­უ­ვი­და, რომ­ლის გა­მარ­თვა­საც არ­ტის­ტი რი­გა­ში აპი­რებ­და. ფირ­ცხა­ლა­ვას გა­მოს­ვლა რი­გის პირ­ველ კლუბ­ში 2 აგ­ვის­ტოს იყო და­გეგ­მი­ლი.

რუ­სულ მე­დი­ას­თან მომ­ღე­რა­ლი პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს და სა­უბ­რობს თა­ვის ვერ­სი­ა­ზე, თუ რა­ტომ ეში­ნია ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მისი ქვე­ყა­ნა­ში შეშ­ვე­ბის. მუ­სი­კო­სის თქმით, ყვე­ლა­ზე მე­ტად ის აღი­ზი­ა­ნებს, რომ რი­გა­ში მა­ყუ­რებ­ლის­თვის ვერ იმ­ღე­რებს.

– რა თქმა უნდა, ეს ძა­ლი­ან უსი­ა­მოვ­ნოა, როცა იქ ჩემი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბით სავ­სე კლუ­ბია, რო­მე­ლიც ჩემს გა­მოს­ვლას დიდი ხა­ნია ელო­დე­ბა. და უცებ ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ასე­თი უც­ნა­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­უჩ­ნდა ხე­ლო­ვა­ნე­ბის მი­მართ. ჩემს სიმ­ღე­რებ­ში პო­ლი­ტი­კა­ზე რა­მეს ვმღე­რი? ან ამა­ზე ვსა­უბ­რობ? აბ­სო­ლუ­ტუ­რად გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ! და ეს არის თქვე­ნი ევ­რო­პუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და შემ­წყნა­რებ­ლო­ბა? რა­ტომ უნდა ვი­ყოთ მხო­ლოდ ლგბტ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ტო­ლე­რან­ტუ­ლი? რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ღერ­ლებს, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ რუ­სეთ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში და მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყ­ნებ­ში? – რისი ეში­ნი­ათ, ეს სა­კი­თხა­ვია. რა მო­წო­დე­ბე­ბი შე­მიძ­ლია გა­ვა­კე­თო, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი? თუ ლატ­ვი­ის მთავ­რო­ბის და­სამ­ხო­ბი? ეს სა­სა­ცი­ლოა!

ირაკ­ლის თქმით, ცოტა ხნის წინ მსგავ­სი შემ­თხვე­ვა ეს­ტო­ნეთ­შიც მოხ­და. ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ფირ­ცხა­ლა­ვას კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა მხო­ლოდ იმი­ტომ აუკ­რძა­ლა, რომ მისი ერთ-ერთი სიმ­ღე­რის სა­თა­უ­რი არ მო­ე­წო­ნათ.

– ეს­ტო­ნეთ­ში კონ­ცერ­ტი უნდა გვქო­ნო­და და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს თხოვ­ნა გა­უგ­ზავ­ნეს. ფირ­ცხა­ლა­ვას შეს­ვლა­ზე უარი უთხრეს და ერთ-ერთი მი­ზე­ზი ის იყო სიმ­ღე­რა “Aim and Shoot” სა­თა­უ­რი არ მო­ე­წო­ნათ. თით­ქოს ომის­კენ მო­ვუ­წო­დებ­დი, მაგ­რამ სა­ერ­თოდ, ამ სიმ­ღე­რას თუ ყუ­რა­დღე­ბით მო­უს­მენ, ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ურ­თი­ერ­თო­ბას ეძღვნე­ბა“, – აღ­შფო­თე­ბუ­ლია ამ­ბობს ფირ­ცხა­ლა­ვა. – ეს აბ­სურ­დის ეპო­ქაა, როცა ჩვენ, ხე­ლო­ვა­ნე­ბი, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უნდა ვი­ყოთ იმა­ზე, რა­საც რე­ა­ლუ­რად არ ვა­კე­თებთ. ზო­გი­ერ­თი მომ­ღე­რა­ლი უკ­რა­ი­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა მო­წო­დე­ბით, შე­აგ­რო­ვონ ფული ყვე­ლა სა­ხის საბ­რძო­ლო მა­სა­ლის­თვის და ამით მხა­რი და­უ­ჭი­როს ომს. და მათ შე­უძ­ლი­ათ ლატ­ვი­ა­ში გა­მოს­ვლა, მაგ­რამ მე, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის მხარს ვუ­ჭერ­დი მშვი­დო­ბას, სიყ­ვა­რულს და ღმერ­თს, არ შე­მიძ­ლია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved