უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მის მიწაზე არანაირი ქიმიური იარაღი არ შექმნილა.
ასე პასუხობს ის რუსეთის ბრალდებებს.
„მე ადეკვატური ქვეყნისა და ადეკვატური ხალხის პრეზიდენტი ვარ. და ორი შვილის მამა.
ჩემს მიწაზე არანაირი ქიმიური, ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღი არ შექმნილა. ეს მთელმა მსოფლიომ იცის“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
კომენტარები