• რეკლამა
  • კონტაქტი
13:45, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემო პა­კი­პუკ, რამ ან ვინ შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვა­შო­როს ჩვენ…” – 2 აგვისტოს რეზო თაბუკაშვილის დაბადების დღეა

ალია ავტორი - ალია
14:21 08-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
384

დღეს, 2 აგვისტოს, რეზო თაბუკაშვილის დაბადების დღეა.

დრამატურგი, მკვლევარი, მწერალი, რეჟისორი და სცენარისტი რეზო თაბუკაშვილი 1927 წლის 2 აგვისტოს დაიბადა.

მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე და რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი – წყვი­ლი, რო­მელ­ზეც ძა­ლი­ან ბევრ ის­ტო­რი­ას ყვე­ბი­ან თბი­ლის­ში

“ამბები” მათ ისტორიას იხსენებს:

რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი და მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე ერ­თმა­ნეთს ახალ­გაზ­რდა პო­ე­ტე­ბის სა­ღა­მო­ზე შეხ­ვდნენ, სა­დაც რო­გორც ჰყვე­ბი­ან მე­დე­ას რე­ზოს “მო­ნა­დი­რის” მზე­რა შე­უმ­ჩნე­ვია და ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა და­უ­ტო­ვე­ბია. მა­მა­კაც­მა ქა­ლის ყუ­რა­დღე­ბა მხო­ლოდ მა­შინ და­იმ­სა­ხუ­რა, როცა სახ­ლის­კენ მი­მა­ვალ მე­დე­ას ლექ­სე­ბი წა­უ­კი­თხა. რო­გორც ცნო­ბი­ლია რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი პა­ტა­რა­ო­ბი­დან წერ­და ლექ­სებს და ზე­პი­რად იცო­და კლა­სი­კუ­რი პო­ე­ზი­ის ბევ­რი მარ­გა­ლი­ტი. 1947 წელს მან მოს­კო­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტი და­ამ­თავ­რა და გა­ა­ნა­წი­ლეს ინ­გლის­ში, თუმ­ცა წარ­მა­ტე­ბულ კა­რი­ე­რა­ზე უარი თქვა, რად­გან არ უნ­დო­და მე­დე­ას­გან შორს ყო­ფი­ლი­ყო.ასევე დაგაინტერესებთ

სწო­რედ მე­დეა ჯა­ფა­რი­ძის გაც­ნო­ბის შემ­დეგ და­ი­წყო რეზო თა­ბუ­კაშ­ვილ­მა შექ­სპი­რის სო­ნე­ტე­ბის თარ­გმნა ქარ­თულ ენა­ზე. ეს პრო­ცე­სი 30 წელ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და, რად­გან პირ­ვე­ლი 80 სო­ნე­ტი, რო­მე­ლიც ერთ-ერთ რა­დი­ო­ში მი­ი­ტა­ნა ჩა­სა­წე­რად, და­უ­კარ­გეს. სა­ბო­ლო­ოდ თარ­გმა­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე რე­ზოს მე­დე­ას­თვის უთ­ქვამს – “თუ შექ­სპირს, რო­გორც ლი­რი­კოსს სა­ქარ­თვე­ლო­ში თავი არ მო­ეჭ­რა, შენი დამ­სა­ხუ­რე­ბაა რად­გან ეს სო­ნე­ტე­ბი შენ გე­ძღვნე­ბა, შენი ინ­სპი­რი­რე­ბი­თაა და­წე­რი­ლიო”. რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლის მიერ ნა­თარ­გმნი ეს სო­ნე­ტე­ბი, შექ­სპი­რის სო­ნე­ტე­ბის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო თარ­გმა­ნა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი.

სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ებს ვხვდე­ბით, მათი რძლის, დრა­მა­ტურგ ლაშა თა­ბუ­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლის – მე­დეა თა­ბუ­კაშ­ვი­ლის წიგნ­ში “რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი”. წიგნ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იხ­სე­ნე­ბენ ამ­ბებს რე­ზო­სა და მე­დე­ას შე­სა­ხებ.

აი, რას იხ­სე­ნებ­და წყვილს თე­ატრმ­ცოდ­ნე ნა­თე­ლა ურუ­შა­ძე:

“რო­გო­რი ლა­მა­ზიც იყო რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი, ისე­თი­ვე ლა­მა­ზი ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავ­რი ჰყავ­და. დოს­ტო­ევ­სკის უთ­ქვამს: “სი­ლა­მა­ზე გა­და­არ­ჩენს სამ­ყა­როს..” რე­ზოს და მე­დი­კოს­ნა­ირ ადა­მი­ან­ზეა ეს ნათ­ქვა­მი. ერთ სახ­ლში მოგ­ვცეს ბინა. ჯერ რა­დი­ა­ტო­რე­ბი არ მო­ე­წო­ნათ კედ­ლებ­ზე და ჩა­მოხ­სნეს. მთე­ლი ზამ­თა­რი ყვე­ლას გათ­ბო­ბა ჰქონ­და და მხო­ლოდ ისი­ნი იყი­ნე­ბოდ­ნენ სი­ცი­ვე­ში.

სა­ერ­თოდ, სა­დარ­ბა­ზოს კარი ბევ­რს ამ­ბობს თა­ვის პატ­რონ­ზე. აი, რო­გო­რი კარი ჰქონ­დათ მათ: ჯერ გა­სა­ღებს ტი­ლოს ქვეშ ინა­ხავ­დნენ, მერე გა­სა­ღე­ბი და­კარ­გეს, აი­ღეს და კარ­ზე პა­ტა­რა სარ­კმე­ლი ამოჭ­რეს, რო­მელ­შიც ხელს ჰყოფ­დნენ და გა­რე­დან შიგ­ნით კე­ტავ­დნენ. პო­ლი­ტი­კურ თუ შე­მოქ­მე­დე­ბით კა­მათს ლო­გინ­ში მარ­თავ­დნენ. კარს ღიას ტო­ვებ­დნენ, რომ ვინ­მეს მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში გა­სა­ღე­ბად არ შე­წუ­ხე­ბუ­ლიყ­ვნენ. ერთხელ შე­ვე­დი და მე­დი­კომ რომ და­მი­ნა­ხა არც აცია, არც აცხე­ლა, პირ­და­პირ მი­თხრა: ნა­თე­ლა ძვირ­ფა­სო, გა­ი­ხა­დე და და­წე­ქი. იმის მა­გივ­რად რომ ეთ­ქვა მე ჩა­ვიც­ვამ და ავ­დგე­ბიო. ჩათ­ვა­ლა რომ დაღ­ლი­ლი ვიქ­ნე­ბო­დი და დას­ვე­ნე­ბა მჭირ­დე­ბო­და” – იხ­სე­ნებ­და თე­ატრმ­ცოდ­ნე.

კი­ნომ­სა­ხი­ო­ბი ელე­ნე ას­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი წყვი­ლის სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე ასეთ ამ­ბავს იხ­სე­ნებს:

“მე­დეა და რეზო ყო­ველ­თვის სხვას ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ლი­ძა­ვა­ში, სახ­ლის ეზო­ში ყო­ველ­თვის სუფ­რა ჰქონ­დათ გაშ­ლი­ლი. ერთხელ რუსი ცოლ-ქმა­რი შე­ვი­და, მი­უს­ხდნენ მა­გი­დას, მი­ირ­თვეს მწვა­დე­ბი და წას­ვლი­სას ჰკი­თხეს – რამ­დე­ნი გა­და­ვი­ხა­დო­თო… რა გა­დახ­და­ზე იყო ლა­პა­რა­კი, რე­ზოს გა­უკ­ვირ­და. გა­ოგ­ნე­ბუ­ლებ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს, იქ არ მოვ­ხვდი­თო და წა­ვიდ­ნენ…” – იხ­სე­ნებ­და ას­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი.

სი­ცო­ცხლის ბოლო პე­რი­ოდ­ში, მძი­მე დი­აგ­ნო­ზის დას­მის შემ­დეგ, რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი ე.წ “ლე­ჩკომ­ბი­ნა­ტის” სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობ­და. მის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე, მე­დე­აც იმა­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ოღონდ რე­ზოს­გან მო­შო­რე­ბით, სხვა პა­ლა­ტა­ში. გვერ­დი­თა პა­ლა­ტი­დან მე­დე­ამ რე­ზოს წე­რი­ლი მის­წე­რა: “რე­ზი­კო, მომ­წე­რე რამე, თორე ვი­ტი­რებ და გა­ვიქ­ცე­ვი სახ­ლში”; რე­ზომ კი უპა­სუ­ხა: “ჩემო პა­კი­პუკ (ასე მი­მარ­თავ­და მო­ფე­რე­ბით), რამ ან ვინ შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვა­შო­როს ჩვენ?! გკოც­ნი ჩემო ერ­თა­დერ­თო, ლა­მა­ზო, ჩემო უსაყ­ვარ­ლე­სო…”

ეს იყო რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ბოლო წე­რი­ლი მე­დეა ჯა­ფა­რი­ძი­სად­მი. რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი 1990 წლის 3 აგ­ვის­ტოს გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შემ­დეგ იპო­ვეს მის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ორი დღით ადრე და­წე­რი­ლი ლექ­სი, სა­ხელ­წო­დე­ბით “შვი­ლიშ­ვი­ლებს”, სა­დაც სა­ოც­რად გულ­ში­ჩამ­წვდომ სტრი­ქო­ნებს ვკი­თხუ­ლობთ:

მშვი­დო­ბას ვე­ტყვი მალე ქარ­თულ ზე­ცის სა­ფი­რონს

და მცი­რე ტალ­ღად შე­ვერ­თვე­ბი ზღვას უნა­პი­როს!

ქარს იმ­ქვეყ­ნი­ურს და­ვახ­ვედ­რებ მალე წინ აფ­რას,

დი­დე­ბუ­ლია, გარ­დვიქ­ცე­ვი უცებ წი­ნაპ­რად!

და თუმ­ცა ჩემი გამ­გზავ­რე­ბა ჰგავ­და წა­მე­ბას,

სიკ­ვდი­ლი მა­ინც არ და­არ­ქვათ გარ­დაც­ვა­ლე­ბას!

მე წა­ვალ, რად­გან დრო აღარ მაქვს უკვე არ­ჩევ­ნის,

მე წა­ვალ, მაგ­რამ სა­მუ­და­მოდ თქვენ­თან დავ­რჩე­ბი,

მეც გი­წი­ნამ­ძღვრებთ, ცხოვ­რე­ბის გზას როცა გაყ­ვე­ბით,

მე და­გი­ნა­ხავთ, მაგ­რამ ვე­ღარ და­გე­ნახ­ვე­ბით!

მე არა­სო­დეს არ ვიქ­ნე­ბი თქვენ­თან მო­და­ვე,

სამ­შობ­ლო თქვე­ნი თუ არას­დროს არ იცო­ტა­ვეთ,

მაგ­რამ გახ­სოვ­დეთ, მე იმ დღი­დან თქვენ­თან არა ვარ –

თუ სარ­ბი­ე­ლად სა­ქარ­თვე­ლო გე­პა­ტა­რა­ვათ!

და­მარ­ცხე­ბუ­ლიც არა­სო­დეს ჩან­დეთ საბ­რა­ლოდ,

ვინ­მეს სიგ­ლა­ხე კაც­თა მოდ­გმას არ და­აბ­რა­ლოთ,

ტკბი­ლი გექ­ნე­ბათ სიყ­მაწ­ვი­ლე, მერე სი­ბე­რე,

სხვი­სი მიღ­წე­ვით სი­ხა­რუ­ლი თუ გა­ი­ბევ­რეთ!”

… მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე რე­ზოს გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში გარ­და­იც­ვა­ლა, 1994 წლის 31 მარტს. ორი­ვე მათ­გა­ნი დაკ­რძა­ლუ­ლია დი­დუ­ბის მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში.

თეგები: მედეა ჯაფარიძერეზო თაბუკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved