• რეკლამა
  • კონტაქტი
15:15, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩემი ვეტო იქნება ხალხის ხმის დემონსტრირება და ეს ხმა გაგონილი იქნება მკაფიოდ“ – სალომე ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:59 04-17-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
122

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ბიბისისთან“ ინტერვიუში აცხადებს:

„ეს კანონპროექტი არის დიდი შეშფოთების საგანი, იმიტომ რომ ის არის ზუსტი ასლი პუტინის კანონისა, რომელიც მიღებულ იქნა 2012 წელს და მომდევნო წლებში უფრო მეტად გამკაცრდა. ეს კანონი მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ, ასევე ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელთა შორისაა ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი და აშშ. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც წლების განმავლობაში ეხმარებოდნენ საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობაში, ეკონომიკის განვითარებაში. სწორედ ამიტომ მოხდა, რომ გასულ წელს მასობრივი გამოსვლების გამო ეს კანონი უკან იქნა გაწვეული და ამჯერად მისი ხელახლა ინიცირება არის პირდაპირი პროვოკაცია.

პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ ეს კანონი ფინანსურ გამჭვირვალობას ეხება, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ისედაც გამჭვირვალეა საქართველოში და მათ ამ მხრივ ძალიან მკაცრი წესები აქვთ. სამაგიეროდ, გამჭვირვალე საქართველოში არ არის კორუფცია მთავრობის უმაღლეს ეშელონებში და ასევე ის, თუ ვისი დავალებით იქნა ეს კანონპროექტი ხელახლა დაინიცირებული. სწორედ ეს არის მთავარი შეკითხვები გამჭვირვალობის შესახებ, რომლებსაც საქართველოს მოსახლეობა სვამს და სწორედ ამიტომ არის, რომ უკვე მესამე დღეა, რაც დემონსტრაციები მიმდინარეობს საქართველოში.

ეს კანონი ნამდვილად აჩვენებს, რომ ხელისუფლებაში არის ხალხი, რომელიც ცდილობს, დაბრკოლება შეუქმნას საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ. ხალხი ამას ეწინააღმდეგება. მთავარი ტესტი იქნება 26 ოქტომბრის საყოველთაო არჩევნები და ეს კანონი არის ასევე იმის მცდელობა, რომ ამ არჩევნების თავისუფალ და სამართლიან ჩატარებას შეეშალოს ხელი. თუმცა, ეს არ გამოვა, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობა მტკიცედ ადგას ევროკავშირის გზას.

მე ამ კანონს ისევე დავადებ ვეტოს, როგორც აქამდე ვადებდი ყველა კანონს, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხეს. მართალია, პარლამენტს აქვს საკმარისი ხმები, რომ ჩემი ეს ვეტო დაძლიოს, მაგრამ ჩემი ვეტო იქნება ხალხის ხმის დემონსტრირება და ეს ხმა გაგონილი იქნება მკაფიოდ.”

თეგები: სალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved