• რეკლამა
  • კონტაქტი
23:43, პარასკევი, 23 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები მივუძღვენი ამ პარტიას და ვაპირებ, მომავალშიც დავიხარჯო „ნაციონალური მოძრაობისთვის“ – ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
17:42 11-19-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
248

ბრიუსელიდან დაბრუნებულმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართა.

„გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ქალბატონმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ რუსი ოლიგარქის დეპუტატების გამონათქვამები კრემლის სახელმძღვანელოდან გადმოღებულს ჰგავს. მათ კრემლის სახელმძღვანელოდან გადმოღებული აქვთ არა მხოლოდ გამონათქვამები, არამედ მათი ყოველი ქმედება ნაკარნახევია სწორედ კრემლიდან და მათი ყოველი ნაბიჯი მიმართულია უკან, რუსულ, იმპერიულ წიაღში დასაბრუნებლად.

ბრიუსელში შეხვედრები მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენლებთან, საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და ევროპარლამენტის ყველაზე დიდი ფრაქციების წარმომადგენლებთან.

ჩვენი ევროპელი მეგობრები სრულად იზიარებენ ჩვენს სწრაფვას დასავლეთისკენ და გვეხმარებიან, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

ევროპელ მეგობრებს აქვთ ერთიანი, მკაფიო პოზიცია, რომ ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის კანდიდატობის რეკომენდაციებს.

ლისაბონში ჩატარდა ყველაზე დიდი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ასამბლეა, რომელმაც, მოგეხსენებათ მიიღო რეზოლუცია, სადაც მკაფიოდ აღნიშნულია, რომ:
საქართველოს ხელისუფლება უგულებელყოფს ევროკომისიის 12 რეკომენდაციას და აფერხებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა საქართველოში – მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და გადაყვანილ იქნეს საზღვარგარეთ სამკურნალოდ, ხოლო ნიკა გვარამია უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს. რეზოლუციაში პირდაპირ აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მიტაცებულია და მტკიცედ დაფიქსირებულია ურყევი პოზიცია ოლიგარქ ივანიშვილის დასანქცირების აუცილებლობის შესახებ.

ამ ვიზიტის დროს ჩვენ კიდევ ერთხელ თვალნათლივ დავინახეთ, რომ ერთადერთი დაბრკოლება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არის ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება.

ამ აზრს ასევე იზიარებენ აშშ სენატში, სადაც ორი დღის წინ „საქართველოს უზარმაზარ უკუსვლად“ შეაფასეს პროცესები და საუბარი დაიწყეს საქართველოსთან მიმართებით სტრატეგიის გადახედვის მიზანშეწონილობაზე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვაცხადებ, ჩვენი პოლიტიკური ძალის უმთავრესი პრიორიტეტი იყო არის და იქნება საქართველოს თავისუფალ სამყაროსთან ინტეგრაცია, პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება და მისი გადაყვანა დასავლურ სამედიცინო დაწესებულებაში.

ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და მედიის თავისუფლება თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე

მე ამ პარტიაში ვარ 2013 წლიდან, მაშინ, როდესაც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ განიცდიდა საკუთარ საუკეთესო წლებს. ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები, გააზრებულად მივუძღვენი ამ პარტიას და ვაპირებ, მომავალშიც დავიხარჯო ამ პარტიის განვითარებისთვის. ჩემთვის მნიშვნელოვანია პარტიის ამომრჩევლების და მხარდამჭერების, წევრების პოზიცია, ეს განსაზღვრავს ყველაფერს და დაველოდოთ ამ პროცესს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved