• რეკლამა
  • კონტაქტი
11:20, ორშაბათი, 8 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემი შვილი მეწყრის ზედაპირზე იპოვეს. სწრაფი რეაგირება რომ ყოფილიყო, იქნებ ცოცხალი ენახათ” – ინტერვიუ შოვში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედასთან

ალია ავტორი - ალია
23:17 12-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
433

შოვის სტიქიისას დაღუპული დავით ბერიაშვილის დედამ შვილის გარდაცვალებიდან ხუთი თვის თავზე, პირველი ინტერვიუ “რადიო თავისუფლებას” მისცა. ია მერებაშვილი, რომელიც დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ოფიციალურად ცნეს, ამბობს, რომ ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია როგორ მიმდინარეობს და რა ეტაპზეა გამოძიება. მისივე თქმით, მხოლოდ ადვოკატის, ანა თავხელიძის საშუალებით, აქვს კომუნიკაცია გამომძიებელთან და ისიც იშვიათად

“ხელისუფლების გზავნილები თითქოს ასეთ განწყობას ქმნის, ვის უჩივით, ბუნებასო?

ჩვენ რომ ვიცოდეთ, რა ხდება, როგორ მიდის გამოძიება, შესაძლოა, უფრო ნაკლებად მქონოდა განცდა, რომ ეს საქმე თაროზე შემოიდება, მაგრამ გამოძიებას აშკარად აქვს კომუნიკაციის პრობლემა. ამ ხნის განმავლობაში ერთი ბრიფინგი არ გაუმართავთ.

მინდა ყველამ იცოდეს, ამ საქმეს თავს არ დავანებებ. ძალიან კარგი ადვოკატი მყავს, იცის ჩემი გამოკვეთილი პოზიციის შესახებ. სანამ პასუხს არ მივიღებ, არ დავანებებ თავს იმის ძიებას, რა მოხდა შოვში.

არ ვიცი, ამ ხელისუფლების პირობებში, რამდენად სწორად გამოიკვეთება, ან საერთოდ გამოიკვეთება თუ არა პასუხისმგებელი პირი ან პირები, მაგრამ შეგუებული ვარ აზრს, რომ ამ საქმის გამოსაძიებლად ერთი და ორი თვე ნამდვილად არ იქნება საკმარისი, თუმცა, ერთი რამ ვიცი, მე პასუხი უნდა მივიღო, რატომ მოკვდა ჩემი შვილი შოვში, რომელიც იქ მეგობრებთან ერთად დასასვენებლად წავიდა.” ამბობს დავით ბერიაშვილის დედა.

შვილმკვდარი დედა ითხოვს გაირკვეს, მიატოვა თუ არა მისი შვილი სახელმწიფომ განსაცდელში და შეეძლო თუ არა მისი დახმარება ტრაგედიისას?

“…ხელისუფლებამ რომ თქვა, ვინც გადარჩა, გადარჩა და სხვების შველა შეუძლებელი იყოო, ისეთი სისასტიკე იყო ამის მოსმენა. პირველმა სტრესმა ცოტა რომ გადაიარა, გავაცნობიერე, რამდენად ახლოს იყო ჩემი შვილის სხეული მიწის ზედაპირზე და იქ რომ სწრაფი და დროული რეაგირება ყოფილიყო, ალბათობა იმისა, რომ ის ცოცხალი ენახათ, იქნებ არსებობდა…

ჩემი შვილი ისე დავკრძალეთ, რომ მას სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩასტარებია. დავითს სხეულზე დაზიანებები ჰქონდა, მოტეხილობებიც ჰქონდა, სახეზეც ჰქონდა დაზიანება, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, დავითი დაზიანებებისგან გარდაიცვალა თუ ასფიქსიით. დაგვიკავშირდნენ და შემოგვთავაზეს ცხედრის ექსპერტიზა. თუმცა, ის ისეთი აქცენტით და ფორმით შესთავაზეს ჩემს მეუღლეს, რომ ამაზე მაშინ უარი თქვა….

მიზეზი, რის გამოც ჩემმა მეუღლემ უარი თქვა ექსპერტიზის ჩატარებაზე, იყო ის, რომ აქცენტი გაკეთდა ფინანსურ ნაწილზე. მეც იქ ვიყავი, კარგად გავიგე. ახლობლებიც გვახლდნენ, მათაც იგივე გაიგეს.

ლაპარაკი იყო იმაზე, რომ თუკი დავითს სამედიცინო დაზღვევა ჰქონდა, ექსპერტიზა დაგეხმარებათ ზიანის ანაზღაურებაშიო. ძალიან ითამაშეს მაშინ ჩვენს ემოციაზე. ასეთი საუბრების შემდეგ რომელი მშობელი დათანხმდება ექსპერტიზას? სულ არ მაინტერესებდა არანაირი ზიანის ანაზღაურება. იმაზე რომ გაკეთებულიყო აქცენტი, რომ ექსპერტიზა დავითის გარდაცვალების მიზეზების დადგენაში დაგვეხმარებოდა, ჩემი ქმარი თუ არა, მე ალბათ ვიტყოდი თანხმობას.

დაკრძალვიდან დაახლოებით თვე-ნახევრის შემდეგ შემოგვთავაზეს ცხედრის ექსჰუმაცია, მაგრამ იმ დროისათვის ჩემი შვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენა, ფაქტობრივად, უკვე შეუძლებელი იყო და ამიტომ ექსჰუმაციაზე უარი ვთქვით.” ამბობს ია მერებაშვილი.

მისივე თქმით, ამ დრომდე არავინ დაკავშირებია ფსიქოლოგიურ დახმარებასთან დაკავშირებითაც

თეგები: შოვიშოვის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved