• რეკლამა
  • კონტაქტი
22:42, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩემი შვილი კანკალებდა, დედა მიშველეო!“ – რას ჰყვება მოქალაქე, რომელსაც პრაიდის კონტრაქციის მონაწილეები სახლში შეუვარდნენ

ალია ავტორი - ალია
11:49 07-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

მოძალადე ჯგუფის მხრიდან რამდენიმე ოფისის დარბევის დროს თბილისში ერთ-ერთი მოქალაქის სახლიც დაარბიეს.

მოქალაქე, რომელიც იმ კორპუსში ცხოვრობს, სადაც „სირცხვილიას“ ოფისია, იხსენებს, როგორ შევარდა მოძალადე ჯგუფი მასთან სახლში და პატარა ბავშვის თვალწინ აგრესიულად იქცეოდნენ. მოქალაქე სოციალურ ქსლეში ფოტოებს და ვიდეოებსაც აქვეყნებს.

„ასეთი ამბავი იყო დღეს ჩემს სადარბაზოში და აივანთან. ჯერ კიდევ აზრზე ვერ მოვდივარ. მეძინა და სადარბაზოში ჩოჩქოლმა გამაღვიძა. ინსტიქტურად კარები გავაღე რა ხდებათქო? კარების დაკეტვა ვერ მოვასწარი, მოაწვნენ კარებს და შემომიცვივდნენ ეს ორკები სახლში. დაარბინეს ბინა, ჩემი ყვირილის შემდეგ რომ მიხვდნენ რომ სხვაგან მოხვდნენ გავარდნენ. ჩემი ბავშვი პიჟამოში ახალგამოღვიძებული კანკალებდა დედა მიშველეო. დაამსხვრიეს ყველაფერი სადარბაზოში, ჩალეწეს სადარბაზოს კარები, დანგრეულია კიბეები. მოსვრილია სადარბაზო სისხლით.

მერე გავიდნენ გარეთ და ქვები დაუშინეს ჩვენს აივანს. ჩემს ზევით არის სირცხვილიას ოფისი თურმე და როგორც მერე მივხვდი მათ საცემრად მიუვარდნენ. ეს ნასროლი ქვა კინაღამ მოხვდა თავში ჩემს შვილს აივანზე. გამაგებინეთ ეს ქვეყანაა? გამაგებინეთ საქართველოს მთავრობა როგორ დაუშვით ეს? სპეცრაზმი ხომ გამოგყავთ მაშინ როდესაც თქვენს პოლიტ. პრეფერენციებში შედის მომიტინგეების დასარბევად.. როცა ამის საჭიროებაა მართლა მაშინ რატომ არ გამოგყავთ ამ ველურების დასაოკებლად. როგორ მიეცით ამ მოძალადეებს ამის უფლება? როგორ?“,- წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved