• რეკლამა
  • კონტაქტი
04:05, ორშაბათი, 2 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემი შვილი ეტლს მიაჯაჭვა” – “აქციებზე რეგიონებიდან სამთავრობო ზონდერები ჩამოჰყავთ”

ალია ავტორი - ალია
22:23 02-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,482

 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქციებზე რეგიონიდან მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის, ცემისა და ჩასაფრების მიზნით სახელისუფლებო ზონდერები ჩამოჰყავთ. დღეს, აქციებზე ქალაქ გორიდან ალტინფოს წევრები ჩამოიყვანეს, რომლებიც აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და პროვოკაციულად მოქმედებენ.
პოლიტიკურ პარტიად რეგისტრირებულ, ხალხისთვის დანაშაულებრივ დაჯგუფებად ცნობილ ალტინფოს აქტივისტებსა და მხარდამჭერებს “ქართული ოცნება” მაშინ იყენებს, როცა საპროტესტო აქციების და მშვიდობიანი მანიფესტაციების „გაშავება“ სურს.  სამთავრობო მედიის დახმარებით პარალელურად ხალხს რუსული პროპაგანდით კვებავს.
დასავლეთიდან სულ უფრო და უფრო მძიმე შეფასებები ისმის საქართველოს მისამართით. ე.წ. მთავრობა, რომელმაც ლეგიტიმაცია ვერ მოიპოვა ყველაფერს აკეთებენ გავლენების შესანარჩუნებლად აქამდე თუ საპოლიციო ძალებს იყენებდა, ახლა უკვე მოქალაქეებს აპირისპირებს ხალხს. ამჯერად, გორიდან დავით ჯავახიშვილი ჩამოიყვანეს. მედია მას 5 ივლისის აქციიდან იცნობს, ადამიანები ჰყვებოდნენ, რომ ის ქუჩაში ხალხს დასდევდა და სცემდა, თუმცა უკვე მრავალი წელია, ხელშეუხებლობით სარგებლობს და პოლიცია არასოდეს აკავებს, რადგან საჭიროების შემთხვევაში გორელ ჯავახიშვილსაც ისე იყენებს, როგორც დანარჩენ ზონდერებსა და ტიტუშკებს.

როგორც გვიყვებიან, დავით ჯავახიშვილი თავს ესხმის ოპოზიციონერებს, არბევს ოპოზიციური პარტიების ოფისებს, სცემს ხალხს და ამბობს, რომ მას ვერავინ შეაჩერებს. მოქალაქის თქმით, ჯავახიშვილს ჰყავს 5-კაციანი დაჯგუფება: გიორგი მეზვრიშვილი, ლევან ჯავახიშვილი, დათო დოლიაშვილი, ევგენი დოლიაშვილი და გელა სანოძე. არცერთ მათგანს კანონის წინაშე პასუხი არ უგია.

გორში ამბობენ, რომ ოპოზიციონერი აქტივისტები აქციებს ვეღარ ატარებენ, რადგან ეშინიათ. ადგილობრივებმა იციან მისი კრიმინალური საქმიანობის შესახებ უკვე დიდი ხანია, 2016 წლიდან, მაგრამ ხმას ვერავინ იღებს შემდგომი შურისძიების შიშით. ვინც ხმის ამორება გაბედა და პოლიციას დახმარებისთვის მიმართა, ამბობენ, რომ ყველა დასაჯეს. ფაქტობრივად, სახლიდან გასვლის საშუალებას არ უტოვებენ. გამოძახებაზე პოლიცია მოდის, თუმცა დაზარებულთა გამოკითხვის შემდეგ, საქმეს სამართლებრივი მსვლელობა არ ეძლევა, ხელშეუხებლობით თავგასული ჯგუფები კი მოსახლეობას ავიწროვებენ.

ხათუნა ზამბახიძის თქმით, ჯავახიშვილს უკავშირდება აწ უკვე ეტლს მიჯაჭვული აქტივისტის, ნინო კაკაბაძის შემთხვევაც, რომელსაც ხერხემალი ცემისგან დაუზიანდა და შშმ პირი გახდა.

„ალიას“ ნინოს დედას, ხათუნა ზაბახიძე უყვება:

„არ ვიცი რამდენად სწორია ამ თემაზე საუბარი. არ ვართ დაცულები რომ კიდევ მოვარდება ჯავახიშვილის დაჯგუფება და კიდევ არ გვცემს. ჩემს შვილს მომავალი წაართვა, ინვალიდის ეტლს მიაჯაჭვა და სამუდამო განაჩენი გამოუტანა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ჩემი შვილი ნინო პროდასავლური კურსის მომხრეა, ხოლო „ქართული ოცნება“ თავისი დაჯგუფებებით – პრორუსული. როცა ახალგორის ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა და წამოვედით გორში, აქაც ქართული გვარ-სახელის მენტალური რუსები დაგვახვედრა ივანიშვილის მთავრობამ. მოიკითხეთ გორში რა ხდება, პატარა მაღაზიის მფლობელიც კი თუ სახელისუფლებლო დაჯგუფებებს ფულს არ გადაუხდის, მაღაზიებს უწვავენ, ანადგურებენ ადამიანებს. მე გორი დავტოვე და რუსთავში გადავედი საცხოვრებლად, რათა ნინოს თავი უფრო დაცულად ეგრძნო, მაგრამ აქაც მოგვადგნენ ჯავახიშვილის მსგავსები, ისინიც ალტინფოდან. სკვერში სეირნობისას და გვითხრეს, რომ „ჭკვიანად იყავით, ოპოზიციას და ევროპას სახლში უგულშემატკივრეთ, თუ არ გაჩუმდებით უარეს გიზამთო.“ პოლიციას აღარ მივმართე ამ მუქარაზე, რადგან შვილი დამიინვალიდა და მაგაზე არ აგებინეს პასუხი, ახლა მუქარაზე დააკავებენ?! ბიჭებს გორში ისე სცემენ, რომ სიკვდილს თვალებში უყურებენ.

საცემრად, გასასახიჩრებლად თუ მოსაკლავად არ ვიცი, მაგრამ გაეკიდა საცემრად ჩემს უბნელ გიორგი სარქისიანსაც. საბედნიეროდ, გიორგიმ გაქცევა მოახერხა და იმ დღის მერე აღარც მინახავს, სანამ გორში ვცხოვრობდი.

არც რუსთავიდან სხვა ქალაქში გადასვლას არ აქვს აზრი, მთელ ქვეყანაში არის ალტინფო, როგორც პოლიტიკური პარტია და ყველგან ჰყავს მსგავსი დაჯგუფება. „ქართული ოცნება“ კი ხალხის გაუბედურებითაა დაკავებული. უკვე ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე, გული მიკვდება ჩემს შვილს ამ მდგომარეობაში რომ ვხედავ. ველოდები რომ ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მომადგებიან, მაგრამ სხვისი შვილები მინდა ფრთხილად იყვნენ და სიცოცხლე არ შესწირონ კრემლისგან მართულ საზარელ ბანდიტებს და მკვლელებს.
როცა მოქალაქეებს პოლიცია არ გვიცავს და მმართველი პარტიის პირად მცველებად არიან ქვეულები, ახლა ისღა დაგვრჩენია გამოვავლინოთ სახელისუფლებო ზონდერები და მორალური წნეხით შევეცადოთ მათ შეჩერებას…”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved