• რეკლამა
  • კონტაქტი
08:03, კვირა, 25 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემი შვილები მარტო იყვნენ, რადგან მე უნდა მემუშავა” – რას ყვება ხანძარს გადარჩენილი ბავშვების დედა

ალია ავტორი - ალია
20:03 09-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

რამდენიმე დღის წინ, მაშველებმა ერთ-ერთი ცეცხლმოკიდებული სახლიდან, სამი არასრულწლოვანი უვნებლად გამოიყვანეს. 4 და 11 წლის ძმები, სახლში 15 წლის უფროს დასთან იყვნენ დატოვებული, დედა კი სამსახურში იმყოფებოდნენ.

ისინი ერთ ოთახში იყვნენ და გვერდით ოთახში გაჩენილი ხანძარი მხოლოდ მაშინ შენიშნეს, როცა ალი უკვე მთელ სახლს იყო მოდებული.

როგორც აღმოჩნდა, ბავშვების დედა, იქვე, კორპუსის წინ მდებარე ერთ-ერთ საკონდიტროშია დასაქმებული და ხანძარი სხვა თანამშრომლებთან ერთად შენიშნა.

ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, ხანძრის შედეგად ბინასთან ერთად სრულად დაიწვა მათი პირადი ნივთები. 

ბავშვების დედა, თამუნა მაღალდაძე „მშობელთან“ საუბარში იმ მძიმე წუთებს იხსენებს და მაშველებს შვილების გადარჩენისთვის მადლობას უხდის.

„როგორც ყოველ დილას, ადრე ავდექი, სამსახურში წასვლამდე სანთელი დავანთე და ჩემი შვილებისთვის ვილოცე. მარიამობის დღე იყო, სამზარეულოში ღვთისმშობლის ხატი გვეკიდა. კარები გამოვხურე და სამსახურში წავედი. ბინას ყოველთვის ისეთ ადგილას ვქირაობ, სამსახურიდან გასვლა და ბავშვების მოკითხვა შემეძლოს. შესაბამისად, ახლანდელი სამსახურიც, სადაც უკვე 6 წელია ვმუშაობ, ჩვენი საცხოვრებელი ბინის წინ მდებარეობს, სამსახური კი მაძლევს უფლებას, პერიოდულად ავაკითხო ბავშვებს. სამსახურში მისვლიდან დიდი დრო არ იყო გასული, დამლაგებელი ქალი შემოვიდა და მითხრა, წინა კორპუსში ხანძარიაო. არ ვიცი რატომ, მაგრამ მაშინვე ჩვენს ნაქირავებ ბინაზე ვიფიქრე.

ვაიმე ბავშვები-თქო! – ერთი ეს მახსოვს, რომ დავიძახე, მერე კი აღარ მახსოვს როგორ გამოვიქეცი სახლისკენ. სადარბაზოში, პირველივე სართულზე პოლიციამ გამაჩერა, ვკიოდი – ჩემი შვილები იწვიან-თქო!

არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდა, წამი, წუთი თუ უფრო მეტი, მაგრამ პოლიციას შვილების გადარჩენას ვთხოვდი, როცა ზურგიდან ბავშვების ხმა მომესმა, ისინი მაშველებს უკვე გადარჩენილი ყავდათ. ზუსტად 3 წუთში მოსულა სამაშველო და მადლობა მათ ჩემი შვილების სიცოცხლისთვის. სახლი მთლიანად დაიწვა, ბავშვებს კი ბოლიც არ ჰქონდათ ნაყლაპი“.

“შუათანამ მითხრა, ჯერ ჩემი ძმა გადაარჩინეო. ღია ცეცხლი იყო, ორი ჯგუფი ვმუშაობდით. სანამ ბიჭები სადარბაზოს მხრიდან აწარმოებდნენ კარის გაღებას, მეექვსე სართულიდან თოკით და ერთი აირწინაღით ჩავედი დაბლა სართულზე. იქ სამი მცირეწლოვანი დამხვდა. ძლიერი დაკვამლიანება იყო, ამასობაში სახანძრო ავტოკიბე იწყებდა გაშლას. სანამ ყველაზე პატარას აირწინაღს მოვარგებდი, შუათანამ მითხრა ჯერ ჩემი ძმა გადაარჩიენო. კიბეებზე, რომ ჩამყავდა ველაპარაკებოდი, რომ არ შეშინებოდა. ბავშვებმა გვითხრეს გვეძინა, როცა ცეცხლი გაჩნდაო.სავარაუდოდ მეზობლებმა დარეკეს 112-ში” – მეხანძრე მაშველი გაგა გიგაშვილი (პრაიმტაიმი)

ბავშვების დედა უფროსი შვილის მონაყოლს გვიზიარებს და გვიყვება, რომ არა შემთხვევითობა, შესაძლოა, ყველაფერი სხვაგვარად დასრულებულიყო.

„გოგონას თავისი ოთახი ჰქონდა, როცა იძინებდა კარს შიგნიდან იკეტავდა, იმ ღამეს ზალაში ჩაეძინა ტელევიზორთან. არ გავაღვიძე და იქვე დავტოვე. თავის ოთახში რომ ყოფილიყო ჩაკეტილი, ალბათ იქვე გაიგუდებოდა, რადგან ძალიან ყრუ ოთახი იყო და ფანჯარაც არ ჰქონდა. შესაძლოა, პატარებს ვერც მოეფიქრებიათ უფროსი დის გაღვიძება და დახმარების თხოვნა. წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ანის სუნზე გაეღვიძა და კარი რომ გააღო, ალი მთელ სახლს იყო მოდებული. ყვება რომ კარები მაშინვე დაკეტა და აივანზე გავარდნენ დახმარების სათხოვნელად. მეზობლები სველ ზეწრებს და ადიალებს გვესროდნენო. სველში იყვნენ მაშველების მოსვლამდე გახვეულები“.

თამუნა წლებია სამ შვილს მარტო ზრდის, ამ ეტაპზე ოჯახი ნათესავს ყავს შეფარებული, რადგან სხვა წასასვლელი არსად აქვთ. სტრესის გამო ბავშვების დატოვების ეშინია და სამსახურში გასვლას ვერ ახერხებს.

„წლებია მარტო ვზრდი შვილებს და არავინ შემიწუხებია, ახლაც ძალიან მეუხერხულება. ხალხი მოდის, ზოგმა ტასაცმელი მოგვაწოდა, ზოგმა ჭურჭელი, ზოგმაც მცირეოდენი თანხა. ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძობ, მაგრამ სტრესისგან სამსახურში გასვლას ვერ ვახერხებ. ნათესავის ბინაში ვართ დროებით შეფარებული, მაგრამ აქ დიდხანს ვერ გავჩერდებით, დამწვარი ბინა ჩემი პასუხუსმგებლობაა. მივმართე გამგეობას, მაგრამ არ ვიცი რითი დამეხმარებიან. სახლის პატრონი ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა და არ მაჩქარებს, მაგრამ თუ არ ვიმუშავებ, სხვა შემოსავალი არაფერი მაქვს. შიში მაქვს რომ ისევ იგივე გამეორდება, მეშინია ბავშვების დატოვების. ჩემი შვილები იმიტომ იყვნენ მარტო, რომ მე მემუშავა. მემუშავა, რათა გვეარსება, გადაგვეხადა ქირა და ბავშვებს აუცილებელი საჭიროების ნივთები ჰქონოდათ. სამსახური ყველანაირად მიწყობს ხელს, მაგრამ როდემდე გამიგებენ. ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ახლა საცხოვრებელია“. – გვიყვება თამუნა.

თამუნამ მიმართა გამგეობას, თუმცა ის თბილისში არ არის რეგისტრირებული, შესამაბისად, რეგისტრაციის გარეშე გამგეობისგან ვერ მიიღებს მხარდაჭერას.

ის თანახმაა ნებისმიერი სახის დახმარებაზე, რაც მას ახლა ძალიან სჭირდება.

დახმარების მსურველებს კი შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ ქვემოთ მითითებულ ანგარიშებზე, ან მოგვმართოთ საიტის ადმინისტრაციას და პირადად დაგაკავშირებთ მას.

საქართველოს ბანკი: GE25BG0000000343964300;

თიბისი ბანკი: GE80TB7257145064300004;

ლიბერთი ბანკი: GE96LB0711146346212001;

მიმღები ირინა არდაშელია

mshobeli.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved