• რეკლამა
  • კონტაქტი
13:48, ორშაბათი, 3 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩემი შეთავაზება პარტიასა და არაპარტიულ თანამებრძოლებს“ – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:27 12-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
315

სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ წერილს აქვეყნებს:

„ჩემი შეთავაზება პარტიასა და არაპარტიულ თანამებრძოლებს “პოლიტიკური აქტიურობის და ერთიანობის კომიტეტის შექმნაზე”.
ეს ორგანო უნდა იყოს ამერიკული PAC ან SUPERPAC კომიტეტის ანალოგი. წევრები ვიქნებით მე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, დიასპორის ერთი წარმომადგენელი ამერიკიდან და 2 წარმომადგენელი ევროპიდან, ენმ-ის ახალგაზრდული და ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები და რაც მთავარია, ქართული საზოგადოების გამორჩეული პირები, რომლებიც მაღალი ავტორიტეტითა და ცნობადობით სარგებლობენ მოსახლეობაში.
ეს იქნება პატარა (არაუმეტეს 20-25 წევრისა), მოქნილი და ბიუროკრატიული სტრუქტურიზაციისგან თავისუფალი პოლიტიკური სათათბირო, რომელიც ეროვნული თანხმობით და კონსენსუსით უხელმძღვანელებს ჩვენს საქმიანობას გარდაუვალი გამარჯვების გზაზე.
კომიტეტის გადაწყვეტილებები მიღებული იქნება გამჭვირვალე გარემოში, დემოკრატიული საჯარო დისკუსიის საფუძველზე. ეს გადაწყვეტილებები ჩამოაყალიბებენ კონკრეტულ პროგრამებს, რომლითაც ენმ-ის არსებული სამდივნო იხელმძღვანელებს თავის პრაქტიკულ საქმიანობაში.
ახლა კი გვინდა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, ეს არ იქნება კიდევ ერთი ახალი და არასაჭირო ბიუროკრატიული წარმონაქმნი, ეს კომიტეტი მოიაზრება როგორც ჩქარი “რეაგირების და იდეების გენერალური ინსტრუმენტი”. გარდა ამისა, ეს იქნება ორგანო, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა, თუნდაც მწვავედ დაპირისპირებული იდეების შეჯიბრებითობის პრინციპის გაღვივებას.
ჩვენ ვერ მივცემთ საკუთარ თავს იმის ფუფუნებას, რომ დავუშვათ სიტუაცია, როდესაც განსხვავებული სამომავლო ხედვები, სამოქმედო გეგმები და გამომდინარე ბრძოლის მეთოდები ხდება პარტიის განხეთქილების მიზეზი და იწვევს დაბნეულობას, ან გაურკვევლობას ენმ-ის თავდადებულ ამომრჩეველთა შორის.
და ბოლოს, ასეთი ჯგუფები არსებობს ბევრ ქვეყანაში, არ საჭიროებს რაიმე სპეციალურ გადაწყვეტილებას ყრილობას, ან პლენუმს, ან რაიმე სპეციალურ თავშეყრას და არ არის მუდმივი ორგანო, ანუ ემსახურება სპეციფიკური კონკრეტული ამოცანების გადაჭრას, ამ შემთხვევაში არჩევნებში გამარჯვებას.“
თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved