• რეკლამა
  • კონტაქტი
16:20, პარასკევი, 12 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემი სარჩენი რომ იყავი, 7 მანეთიან გარგარს მიწუნებდი და არა ცეცხლავდი, ამათი სარჩენი რომ გახდი, ახლა მოგინდა შიმშილობა შე შობელძაღლო-ო?!” – ნუგზარ სულაშვილი

ალია ავტორი - ალია
01:06 12-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

საფრანგეთში მცხოვრები მწერალი, ნუგზარ სულა სულაშვილი:

“1988 წლის 16 ნოემბერს, მამაჩემი უშიშროების სამინისტროში დაიბარეს და კატეგორიულად გააფრთხილეს: ან შენი ვაჟბატონი დაასრულებს, გამსახურდია კოსტავას ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან ურთიერობას, ან ჩვენ დავასრულებთ მის სამომავლო კარიერას და ცხოვრებას სამუდამოდო…
შანსი არ არის მეთქი გამოვუცხადე მამაჩემს…
ჰოდა, თუ შანსი არ არის მაშინ წადი ბატონო, გამსახურდიამ და კოსტავამ გარჩინონო. აღარც ბინის ქირას გადაგიხდი და არც კვების ფულს არ მოგცემ. ჩაცმა-დახურვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტიაო…
კაი მამაჩემო მეთქი, ვუთხარი და გამოვიხურე სახლის კარი…

3 მანეთი და 50 კაპიკი მეზობლისგან ვისესხე. სტუდ-ბილეთით მანეთი და 25 კაპიკი მატარებლის ბილეთში გადავიხადე და მორჩენილი ხურდით კილკა, კვერცხი და ბუხანკა ვიყიდე…
სტიპენდიამდე ჯერ კიდევ მთელი 10 დღე მქონდა წინ…
21 ნოემბერს დარეტიანებული მივედი შეხვედრაზე…
გიამ მკითხა (ჭანტურიამ) რა გჭირს, ფერი არ გადევს სახეზეო. ავუხსენი, ასეა, ისეა და 4 დღეა ვშიმშილობ მეთქი… ოჰ გიშველა ღმერთმა, ხვალიდან ერთად ვიშიმშილებთ-ო…
(მაინც შევეცოდე და იმ საღამოს რესტორან აფხაზეთში დამპატიჟა)
22 ნოემბერს მთავრობის სახლის წინ საკუთარი საბნით გამოვცხადდი. სახლი მე აღარ მქონდა და სასმელ საჭმელი, უკეთეს ადგილს სად ვიპოვნიდი?
შიმშილობიდან მე-5 დღეს ჩამომაკითხა მამაჩემმა.
რას აკეთებ აქო?
როგორ თუ რას ვაკეთებ, ხომ მითხარი წადი და გამსახურდია კოსტავამ გარჩინონო? ჰოდა წამოვედი მეთქი…
ბიჯო, ჩემი სარჩენი რომ იყავი, 7 მანეთიან გარგარს მიწუნებდი და არა ცეცხლავდი, ამათი სარჩენი რომ გახდი, ახლა მოგინდა შიმშილობა შე შობელძაღლო-ო?!

P.S. ეს იყო ჩემი პირველი შიმშლობა, რომელსაც სულ მალე მოჰყვა დაპატიმრება და ასათიანის ფსიქიატრიულში გადაყვანა, სადაც 11 დღე ვიშიმშილე პროტესტის ნიშნად და ბოლოს 9 აპრილი…

გამაგრდით ბიჭებო! ყველაფერი კარგად იქნება!!!”

თეგები: ნუგზარ სულაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

13:49 12-12-2025
გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები
ახალი ამბები

გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები

12:52 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved