• რეკლამა
  • კონტაქტი
21:03, კვირა, 28 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩემი, როგორც ყოფილი დინამოელის პოზიციაა, რომ „დინამოს“ ბაზისთვის ადგილის შეცვლის იდეა განწირულია – ლევან კობიაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:04 01-28-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,403

ყოფილი დინამოელი და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი ლევან კობიაშვილი განმარტავს, რომ თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული ბაზის შეცვლა ნებისმიერი სახით, იდეის დონეზეც კი მიუღებელი და დაუშვებელია. მისი თქმით, ეს ისტორიული ბაზაა.

„ჩემი, როგორც ყოფილი დინამოელის და ადამიანის, რომელსაც შეხება მქონდა იმ ბაზასთან (იქ გავიზარდე, იქ ვითამაშე და უდიდესი წვლილი და დამსახურება აქვს [მას] ჩემს პროფესიულ კარიერაში), პოზიციაა, რომ ეს იდეა განწირულია. დარწმუნებული ვარ, არანაირი პერსპექტივა მას არ გააჩნია.

ძალიან გაგვიხარდება, თუ ასეთი ინფრასტრუქტურა შეიქმნება, სადაც გაცილებით მეტი საფეხბურთო მოედანი იქნება, თუმცა არა იმის ხარჯზე, რომ ამ ბაზამ ფუნქცია შეიცვალოს და იქ რაღაც სხვა გაჩნდეს. ეს ჩემთვის, როგორც ამ კლუბის ყოფილი მოთამაშისთვის და ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი ხელმძღვანელისთვის აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელია“, – აცხადებს კობიაშვილი.

დინამოს ისტორიულ ბაზაზე საუბარი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ბიზნესმენმა და კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განაცხადა, რომ შესაძლოა ბაზამ ადგილი შეიცვალოს, მის ადგილას კი უნივერსიტეტის პატარა ქალაქი აშენდეს. ბაზის დანგრევის იდეა მიუღებელია ვეტერანი ფეხბურთელებისთვის და თბილისის მერისთვის, კახა კალაძისთვის.

წყარო: businessinsider.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved