ჩემი რჩევა და რეკომენდაციაა რომ კონსილიუმი შედგეს უფრო ადრე, ვიდრე სამშაბათს – ეს განცხადება ნიკოლოზ ყიფშიძემ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ გააკეთა.
მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი ამბობს, რომ 17 დღიანი შიმშილობის შემდეგ, სახეზეა სისუსტე და სიფერმკრთალე. მისივე თქმით, შეამოწმა ანალიზის პასუხები, თუმცა დიდი განსხვავება წინა ანალიზთან შედარებით ჯერჯერობით არაა. ყიფშიძის თქმით, ჰოსპიტალიზაცია ამ ეტაპზე საჭირო არაა.
ექიმთა კონსილიუმი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უნდა იმსჯელოს, ციხეში შესვლას სამშაბათს გეგმავს.
კომენტარები