• რეკლამა
  • კონტაქტი
07:43, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემი რჩევა იქნება მეუფეო, ნუ შეგეშინდებათ იმ ხალხის ვინც გაშინებთ თქვენზე კომპრომატებით” – კონსტანტინე მორგოშია მეუფე ნიკოლოზს

ალია ავტორი - ალია
18:24 11-08-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ზიარების ფაქტს ეხმაურება მოძრაობა „ალტერნატიული საქართველოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია.
მორგოშია სოციალური ქსელის საშუალებით მეუფე ნიკოლოზს მიმართავს.

„მეუფე ნიკოლოზს!
მეუფეო 100%-ით ვიცი, რომ მიხეილ სააკაშვილი, ეს მართლმადიდებლობის და ქვეყნის მტერი, აღსარებაში არც გურამ შარაძის, არც ზურაბ ჟვანიას და არც ათასობით მისი ბრძანებით დაკლული თუ მოკლული ადამიანის ამბავს არ გიღიარებდათ.
არც იმას გიღიარებდათ, რომ 2008 წელს, საკუთარ ხალხს გენოციდი მოუწყო და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან შეთანხმებით ჩააბარა ოკუპანტებს, სამაჩაბლოს დიდი ნაწილი და კოდორი.
არაფერს ვამბობ იმაზე, რომ 300 000 ოჯახი დააქცია… ეგ ამბები არც ემახსოვრება.

40 დღე კი არ იმარხულა… 40 დღე იმაიმუნა და თან ციხეში ჩასაჯდომად კი არ ჩამოვიდა და თავი გაწირა, არამედ ამ ისედაც არეული ქვეყნის დასაქცევად შემოაპარეს. ამიტომ მაგის ზიარებას ისე მიიღებს უფალი, როგორ ჩვენ მივიღებთ ნატოს “მაპს” ზეგ დილით.

პ.ს. ჩემი რჩევა იქნება მეუფეო, ნუ შეგეშინდებათ იმ ხალხის ვინც გაშინებთ თქვენზე კომპრომატებით. (რომელიც, დღეს თუ ხვალ მაინც გასაჯაროვდება.) იმ კომპრომატებს უფრო გაპატიებთ ქართველი ხალხი და უფალი, ვიდრე იმ სიბინძურეს, რასაც ახლა ჩადიხართ. თან, რომ იცოდეთ მაგ საქმიდან მაინც არაფერი გამოვა,“- წერს კონსტანტინე მორგოშია.

ცნობისათვის, დღეს, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ახალციხის და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) მოინახულა.
როგორც მეუფემ განაცხადა, 40-დღიანი მარხვის შემდეგ მან ყოფილი პრეზიდენტი აზიარა.
„40 დღე იმარხულა ამ ადამიანმა, იმარხულა მშრალი მარხვით, ამის შემდეგ მან თქვა აღსარება და ეზიარა.
ვისაც თვალში ეცოტავება, 40 დღე იმარხულეთ და შემდეგ თქვით აღსარება, ეზიარეთ და ნახავთ, რა ღვაწლი გაწია. ეს არის ძალიან დიდი ღვაწლი, რაც ამ ადამიანმა გასწია,“- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved