• რეკლამა
  • კონტაქტი
09:10, ოთხშაბათი, 9 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემი ქვეყანა რომ არ იყოს, ვიტყოდი, კი უნდა შეიჭრას პუტინი, ღირსები არიან-მეთქი” – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
01:44 05-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
516
ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე, ავრცელებს ლინკს და წერს:
“ხუთ მილიონიან ფინეთს ყავს მინიმუმ არანაკლებ ძლიერი არმია, ვიდრე 40 მილიონიან უკრაინას. 208 ათასი კარგად გაწვრთნილი ჯარისკაცი/რეზერვისტი და უკეთესი შეიარაღება, ვიდრე ომამდე ჰქონდა უკრაინას.
კითხვაზე “მზად ხართ თუ არა იომოთ ქვეყნის დასაცავად”, ორივე სქესის ფინელთა 75% დადებით პასუხს სცემს, რაც ევროკავშირში არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.
ფინელთა ასეთი მზაობა იყო იმის ერთადერთი მიზეზი, რომ სტალინმა ეს ქვეყანა სსრკ-ის მეთექვსმეტე რესპუბლიკად არ აქცია.
ახლა ფინეთი ნატოს წევრი ქვეყანა ხდება და ნატოც ორი ხელით მიიღებს მას. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ფინეთის თავდაცვა თვითკმარია, ის არავის დააწვება კისერზე პარაზიტად. ფინეთის წევრობა მხოლოდ აძლიერებს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს და არაფრით ასუსტებს.
რა ხდება ჩვენში:
– ქვეყნის მთავარსარდალი განმეორებითად ამბობს, რომ ჯარი არ გვყავს და არც გვეყოლება. რუსეთს ომს ვერასდროს მოვუგებთ;
– ყანწით პატრიოტი საზოგადოება სადღეგრძელოებში განადიდებს დავით აღმაშენებლის სამხედრო მიღწევებს, ამაყობს რომ ფინეთის ასაკის მუხა უდგას ეზოში, მაგრამ ოღონდ ომი არ დაიწყოს და მზადაა ყველა სოროში შეძვრეს, ირაკლი კობახიძის ყველა ბოდვას დაუჯეროს;
– 2007 წელთან შედარებით, სამჯერ შევამცირეთ სამხედრო ბიუჯეტი, კანონით განსაზღვრულზე ორჯერ ნაკლებია სამხედრო მოსამსახურეთა რეალური ოდენობა, რეალურად არ გვაქვს რეზერვის სისტემა.
ხვალ რომ ომი დაიწყოს, იარაღით ხელში ქვეყნის დასაცავად მზად გვეყოლება (რეზერვიანად) იმაზე ათჯერ ნაკლები ცოცხალი ძალა, ვიდრე ფინეთს. შეიარაღებაზე აღარც ვსაუბრობ.
ჩემი ქვეყანა რომ არ იყოს და გარედან ვუყურებდე ამ უმსგავსობას, ვიტყოდი რომ ასეთ ქვეყანაში კი უნდა შეიჭრას პუტინი, ღირსები არიან-მეთქი.
“შემოხაზეთ 41”, “გააგრძელეთ საქართველოს ისტორია”, “იგრიალე ოქრო, აღმოსავლეთის ლუქსემბურგში”.
თეგები: ბექა კობახიძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025

ბიზნესი

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

14:22 07-08-2025
თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved