• რეკლამა
  • კონტაქტი
08:53, ხუთშაბათი, 18 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩემი გამოცდილება 75%-თ დაზიანებული ფილტვით კოვიდიდან ცოცხლად გამოსვლის, დარჩენილი 25%-თ ამოქაჩვის შესახებ“ – რას წერს კოვიდინფიცირებული გივი თარგამაძე

ალია ავტორი - ალია
15:56 11-28-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
114

„ევროპული საქართველოს” წევრი გივი თარგამაძე, რომელიც  კოვიდინფიცირებულია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„ჩემი გამოცდილება პნევმონიით დამძიმებული, 75%-თ დაზიანებული ფილტვით კოვიდიდან ცოცხლად გამოსვლის, დარჩენილი 25%-თ ამოქაჩვის შესახებ. მოპოვებულია ალადაშვილის სახელობის კლინიკის კოვიდცენტრში ექიმ ლევან ბესელიას ხელმძღვანელობით მისი გუნდის მიერ განხორციელებული მყისიერი აგრესიული გადარჩენის ოპერაციის მსვლელობისას: 1. სიპაპი, ანუ, კოშმარი გადარჩენისთვის. ეს არის ფაქტობრივი ეგზეკუცია, რომელიც გშველის ყველაზე ეფექტურად. ცხვირპირზე გადებენ ჟანგბადის ნიღაბს. მაგრამ, აქ მთავარია, ნიღაბი გედოს სრულად ჰერმეტულად, ჟანგბადი ცხვირამდე გზაზე არსაიდან იპარებოდეს და სრულად ხვდებოდეს ტრაქეაში. ამიტომ, კოსმონავტებს სკაფანდრის ჩაცმისას ფეხს რომ ახმარენ მოქაჩვისას, აი მასე გიფიქსირებენ ნიღაბს უკიდურესად მოქაჩული ელასტიური ბინტით, ცხვირი კეხზე ორად გეყოფა და იწყებს ტკივილის გენერირებას. ამ დროს უშვებენ ჟანგბადს ძალზედ მაღალ წნევაზე. მთავარია, უცბათ მოახდინო სუნთქვის ჰარმონიზაცია, ჩამოეკიდო ჟანგბადის მოწოდების ტემპს და ოდნავ მაინც შეიმცირო სრული კოშმარის შეგრძნება. სიპაპი, როგორც წესი, 5-6 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. ბოლო ორი საათი უბრალოდ ცოდვის ტირილია. გგონია, რომ ცხვირმა წაიღო მთელი სახე, სახემ – თავი და ეს ყველაფერი ერთად გტკივა ერთ გრძელ ვერცხლისფერ, დაჭიმულ, თვალში გარჭობილ სხივად. გტკივა თავზარდაცემით – ასეც შეიძლება თქმა. სიპაპიდან გამოსვლა ახალი წელია. აი ამ კოშმარის ყველა ჯერის შემდეგ ხვდები, რომ შენი ფილტვები მოძლიერდა და ამას სატურაციის დონეც გიდასტურებს. ამიტომაც, მორჩილად მიდიხარ შემდეგ დაკოშმარების ჯერზე. 2. მუცელზე წოლა. აუცილებელი პროცედურა, რომელიც, მთლად სიპაპი არაა, მაგრამ არცთუ მარტივი სატანჯველია. განსაკუთრებით, რასაკვირველია, სქელი ხალხისთვის. ისიც გრძელდება 5-6 საათი. მნიშვნელოვანია საწყის ბრუნზე კიდურების და კიდევ უფრო, სახის ისეთნაირად შეჩურთვა საპირისპირო ზედაპირში – ბალიში, ლოგინი ზოგადად – რომ გაგიქაჩოს გაუნძრევლად რაც შეიძლება დიდხანს. ხშირი თავის წამოწევა, ან, ზოგადად, აქტიურობა იმის გასაგებად, რამდენი დრო დაგჩათ პროცედურის დასრულებამდე, ამოგაგდებთ პირველი პოზიციიდან და მთელს მიმდინარეობას აუტანელს გახდის. ამიტომ, სჯობს, მორჩილად დაელოდოთ ექთნის ინფორმაციას, რომ დროა ზურგზე გადმობრუნების. აქაც განსაკუთრებით აუტანელია ბოლო ორი საათი. ჯერ წელი, შემდეგ ზურგი ზოგადად და განსაკუთრებით კისერი ზეტკივილებზე გადის. ზურგზე გადმობრუნება დიდი შვებაა მხოლოდ მანამ, სანამ გააცნობიერებ, რომ აი მოვიდა ისევ სიპაპი…. 3. როდესაც სიპაპი თავისას იზამს, იწყება შენი ჯერი თვითგადარჩენის პროცესში გადამწყვეტი ინიციატივის აღებისა – ბუშტების ბერვა. ყველა შენს მიერ გაბერილი ბუშტი შენს ჯანში მიდის ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამდენად, სენტენცია спасение утопающих дело рук самих утопающих აქ სრულადაა გამართლებული. ეს უნდა გააცნობიერო და დაიწყო აკრეფვა. მიზანი დაისახო და მიაღწიო რამოდენიმე დღეში. მეცხრე დღეა დღეში 200 ბუშტს ვბერავ. ანუ, ხვალ უკვე მთელი დირიჟაბლი, ორი ათასი ბუშტი მექნება გაბერილი, რის გამომაჯანმრთელებელ ეფექტს მუდმივად ვგრძნომ საკუთერი ორგანიზმით. მოკლედ, პნევმონიით გართულებული კოვიდი ნამდვილი ურჩხულია. მასთან ბრძოლა არის მკაცრად სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა. ურჩხული ოდნავ მოდუნებასაც არ გაპატიებს, გადაგყლაპავს. ბრძოლის მთელს მიმდინარეობისას შენს თვალსაწიერში არის ცხედარი. დიაღ. 14 დღეში – 11. კარგი შედეგია, მინიმალური. კარგი, რადგან 5 – კიბო. დანარჩენები – თანხმლები დაავადებები. ქრონიკა. შანსი – 0. არადა გყავს თითქმის უშანსოები, რომლებიც გადარჩნენ. ხოდა, კარგი შედეგია. არ ტეხავს თქმა. მოსულა. და ისინი შენ მაინც გეხმარებიან. გაჩვენებენ, თუ ერთ წამს მოადუნე ბრძოლა, რა სისწრაფით სად აღმოჩნდები. თუ CO-თი მოწამვლა ერთგვარად თეთრ-ცისფერი ცივი ჯოჯოხეთია, კოვიდი – ცეცხლოვანია, ალისფერი, ღაჟღაჟა, ძალზე მკვეთრი, ღია სურათია სიცოცხლისთვის ბრძოლისა და ამიტომ, უნდა იბრძოლო მუდმივად, ყველა შესაძლებლობა გამოიყენო და დამხმარეებთან ერთად თავად გამოიბრძოლო შენი სიცოცხლის გადარჩენა. ჩემთვის ამის მტკიცება აღარ გინდათ. მე ვიცი, რომ ასეა. მე ვიცი.
P.S. ⭕️ექიმი-რადიოლოგი. სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორი.
⭕️ Maia Demurishvili M.D. PH. D.
⭕️ შპს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუკივერსიტეტო კლინიკა
⭕️ ალ.ალადაშვილის სახელიბის კლინიკა
ქალბატონი Maiko Demurishvili
?სოფიო ჯაფარიძე Sofio djafaridze ექიმი-სტომატოლოგი
?თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგი
? თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი
?ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგის დამფუძვნებელი
განსაკუთრებული მადლიერება ჩემგან ამ ორ ქალბატონს, მცოდნე მენეჯერს, პროფესიონალს, იმისთვის, რომ ყველა აუცილებელი ტექნიკური პროცედურა შესრულდა ზუსტად თავის დროზე და შესაბამისი ხარისხით. მადლობა დიდი!“ – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გივი თარგამაძე.

Givi Targamadze-ს ფოტო.
Givi Targamadze-ს ფოტო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა

15:24 09-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved