• რეკლამა
  • კონტაქტი
11:50, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩემი, ჩვენი ბოლოკა აღარ არის“ – მსახიობი გოჩა ლომია გარდაიცვალა

ალია ავტორი - ალია
01:28 08-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
688

ლეგენდარული „ღიმილის ბიჭების“ მსახიობი, გოჩა ლომია 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი მეგობარი, ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა წერს:

„ჩემი, ჩვენი ბოლოკა აღარ არის… თითებზე დაითვლიდა იმათ, ვისაც გვიტარებდა ბოლოკას დაძახებას. “აბაროტს” შეჩვენებულოთი მიღებდა…. ძალიან მეტკინა… ბოლოს მითხრა, შენ იშვითად რეკავ და რამე ხომ არ გწყინსო… დაბერდითქო… მე კი დავბერდი, მაგრამ შენ უნდა მყავდე მაგრად და ქურდოვანიძეო… ჰო, ვიცოდი და მაინც ვერ ვუთხარი პაატას… მაინც მას ვათქმევინე, რომარ ხარ…. ჰა, იძაზე ახლა გიტლერ კაპუტ… ან ორი პარავოზის ამბავი, ან სულაც – გუტენ მორგენ პარმენა… როგორ მატკინე მაინც ბოლოკა, როგორ…. ძალიან…“

აი, როგორ იხსენებდა გოჩა ლომია ერთ-ერთ გამოცემასთან „ღიმილის ბიჭებში“ მოხვედრას:

„15 წლის ვიყავი, “ღიმილის ბიჭებს” შორის რომ აღმოვჩნდი. ყველაფერი შემთხვევით მოხდა. რეზო ჩხეიძე მთელი საქართველოს ტერიტორიაზე დაეძებდა ფილმისთვის გმირებს… 1967 წლის ზაფხულია. ახალი დათხოვილები ვართ და ე.წ. გარადოკის სპორტულ მოედანზე რუსული სკოლის გუნდს ვერკინებით კალათბურთში. გადამღები ჯგუფის ავტობუსი მოედანთან ზუსტად მაშინ გაჩერდა, როდესაც დამაჯარიმეს. გავბრაზდი, ვჭყიპი­ნებ, ვჩხუბობ და უცებ აღმოვაჩინე, რომ ავტობუსიდან ჩამოსული მამაკაცი, რომელიც რეჟისორის ასისტენტი აღმოჩნდა, მიყურებს და კვდება სიცილით. ახლა ამაზე ავიფოფრე და ერთი-ორი ტკბილი სიტყვაც ვუთხარი. უცებ, ავტობუსის მგზავრებს ერთ-ერთი გამოეყო – გოჩა ლომია წამოგვყვეს, იბარებენო. ვიფიქრე: ვაი, ახლა გამაძრობენ ტყავს-მეთქი. წავყევი და წარმოდგენა არა მაქვს, სად მივდივარ. მიმიყვანეს პიონერთა სახლში, შემიყვანეს კაბინეტში. თუ განათლების დარგში ვინმე რამეს წამოადგენდა რაიონის მასშტაბით, ყველა იქ დამხვდა თავმოყრილი. – კინოში გადაღება გინდაო? – მკითხეს. – ეგ ვის არ უნდა-მეთქი, – ვუპასუხე. – აბა, ლექსი წაგვიკითხეო. – პოეზიასთან ვერ ვმეგობრობ. სამაგიეროდ, ანეკდოტების მარაგი მაქვს ულევი. – ლექსს ვერა, მაგრამ თუ გინდათ, ანეკდოტს მოგიყვებით-მეთქი, გამოვუცხადე და მოვხსენი გუდას პირი. ჯერ იცინეს, მერე სიცილისგან იტირეს… ამის შემდეგ ახალი დავალება მომცეს, – ვინმეს პაროდიასაც ხომ არ გააკეთებო? თუ ცუდად არ დამიმახსოვრებს, ჩვენს სასწავლო ნაწილს გავცინებ-მეთქი, – მორიდებულად ვუთხარი. შენ მაგაზე არ იდარდოო, – დამაიმედეს და მეც ვაჩვენე, როგორი დამუშავებული მქონდა მისი მანერები, ფრაზები და მიხრა-მოხრა. მოვკალი ყველა სიცილით. ამ დღიდან 2 კვი­რის თავზე, თბილისში ჩამოვედი, სინჯებზე. კახა ქორიძესთან ერთად ჩამაწერინეს რამდენიმე სცენა და მალევე მახარეს, – როლზე დაგამტკიცესო. დაჯერება მიჭირდა, სიხარულისგან დავფრინავდი.“

„ალია“ სამძიმარს უცხადებს გოჩა ლომიას ოჯახსა და ახლობლებს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved