• რეკლამა
  • კონტაქტი
08:25, შაბათი, 7 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩემი აზ­რით, ეს იყო აც­რი­დან და სასმლი­დან პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი თრომ­ბი…“ – ნიკა ქაცარიძის მეუღლე

ალია ავტორი - ალია
10:52 01-20-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
102

5 იან­ვარს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, 43 წლის ნიკა ქა­ცა­რი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ზე­ზი გუ­ლის შე­ტე­ვაა. ნიკა ქა­ცა­რი­ძე 2005 წლი­დან დღემ­დე რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო. მას მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი დარ­ჩა.

ნიკა ქა­ცა­რი­ძის მე­უღ­ლემ ნინო ბე­რი­ძემ მისი ცხოვ­რე­ბის მომ­ხდა­რი უმ­ძი­მე­სი დღე გა­იხ­სე­ნა და თქვა, რომ მა­მის სიკ­ვდილს მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბიც შე­ეს­წრნენ.

“და­ლე­ვით, რო­გორც ყვე­ლა ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი, დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე ან და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე სვამ­და. ამას ყო­ველ­დღი­უ­რი ხა­სი­ა­თი არ ჰქონ­და. სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­ულ­ზე ვინ არ სვამს? რო­გორც ასე­თი, ნიკა მსმე­ლი არ იყო.

ჩემი აზ­რით, ეს იყო აც­რი­დან და სასმლი­დან პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი თრომ­ბი. და­ვა­ზუს­ტებ რას ვგუ­ლის­ხმობ, არ მინ­და ისე გა­მო­ვი­დეს, თით­ქოს აც­რის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში არ არის მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კე­ბის­გან მკაც­რი გაფრ­თხი­ლე­ბა, რომ არ შე­იძ­ლე­ბა და­ლე­ვა ერთი თვე ან ორი თვე. მო­უ­წია სას­მე­ლის და­ლე­ვა, თუმ­ცა ეს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით არ იყო. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და­ი­ძი­ნა, ადრე დაწ­ვა, რად­გან მე­ო­რე დღეს რე­პე­ტი­ცია ჰქონ­და.

ბავ­შვე­ბი მას­თან დაწ­ვნენ. პა­ტა­რა ბიჭი ჩა­უწ­ვა სა­წოლ­ში, აღარ შორ­დე­ბო­და და ასე ჩა­ე­ძი­ნა. ღამე გა­მო­მეღ­ვი­ძა, 3 სა­ათ­ზე და ლა­ზა­რე ცხე­ლი მო­მეჩ­ვე­ნა და რომ ავიყ­ვა­ნე და გა­უ­ზო­მე სი­ცხე, ამ დროს ნი­კამ გა­იღ­ვი­ძა, მკი­თხა, რა ხდე­ბაო? ვუ­თხა­რი, რომ ლა­ზა­რეს და­ბა­ლი სი­ცხე ჰქონ­და. წყა­ლი და­მა­ლე­ვი­ნეო, და­ლია წყა­ლი, ამის შემ­დეგ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და­ი­ძი­ნა.

ძილ­ში მო­მეს­მა არა­ნორ­მა­ლუ­რი სუნ­თქვა მისი, გა­მეღ­ვი­ძა და ვე­ძა­ხი, ნიკა… გად­მო­ვატ­რი­ა­ლე და და­ას­რუ­ლა სუნ­თქვა. ვერც და­ვი­ჯე­რებ­დი მა­შინ, რომ ეს იყო მისი ბოლო ამო­სუნ­თქვა. ამ დროს ორი­ვე ბავ­შვმა გა­იღ­ვი­ძა. ამის შემ­დეგ დე­და­ჩე­მი გა­ვაღ­ვი­ძე. სას­წრა­ფო­შიც დავ­რე­კე, მო­ვიდ­ნენ ძა­ლი­ან სწრა­ფად, მაგ­რამ უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო.

ეს არის ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ო­დი, მძი­მე ახა­ლი წელი. ფაქ­ტობ­რი­ვად, ბავ­შვებს მამა თვალ­წინ მო­უკ­ვდათ. მა­რი­ტა 5 წლის არის, ლა­ზა­რე – 2 წლის. მა­რი­ტა დღემ­დე არ შე­მო­დის იმ ოთახ­ში, სა­დაც ნი­კამ და­ლია სული. გუ­შინ ლა­ზა­რემ მი­თხრა, დედა ეს არის შავი ოთა­ხიო. იმ ოთახ­ში არც ერთს არ უნდა და­ძი­ნე­ბა. მა­რი­ტამ და­ი­ნა­ხა მისი ამო­სუნ­თქვა” – აღ­ნიშ­ნა ნინო ბე­რი­ძემ “ნა­ნუ­კას შო­უ­ში” სტუმ­რო­ბი­სას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved