• რეკლამა
  • კონტაქტი
09:21, კვირა, 6 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემი ანიტა ავად რომ იყო, იცით, რომ, კლინიკას ვეძებდით… ერთხელაც ფეისბუქზე ნინი ქარსელაძემ მომწერა…” – თამუნა გლურჯიძე

ალია ავტორი - ალია
00:49 08-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

ანიტა ფაცაციას ბებია, თამუნა გლურჯიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“დღეს წავიკითხე, რომ ხათუნა ჟორდანიამ მძიმე სენი დაამარცხა. განსაკუთრებით მას მერე, რაც გადავიტანე, ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ მსგავს ბედნიერ ამბავს ზედმეტად ემოციურად ვიღებ და გულწრფელად მიხარია, რომ კიდევ ერთი ოჯახი გადარჩა იმ დიდ ტკივილს, რომლის ზიდვაც ძალიან, ძალიან ძნელია.

ამ პოსტს კი აი, რატომ ვწერ და მინდა ეს ბევრმა ადამიანმა იცოდეს:

ჩემი ანიტა ავად რომ იყო, იცით, რომ, კლინიკას ვეძებდით, რომელიც მიიღებდა და გულს გადაუნერგავდა. ჩაკეტილი წრე იყო, ყველა მხრიდან უარი მოდიოდა. გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ასეთ დროს ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ არის, რომ ერთი თბილი და იმედიანი სიტყვაც ძალიან ბევრს ნიშნავს. გულს ის მიკეთებდა, რომ უამრავი ადამიანი მიკავშირდებოდა და ვისაც რაზეც მიუწვდებოდა ხელი, იმ ინფორმაციას მაწვდიდა იმ იმედით, რომ ეს რაიმეში მაინც წაგვადგებოდა.

ერთხელაც ფეისბუქზე ნინი ქარსელაძემ მომწერა, მითხრა, რომ ეცდებოდა რითიც შეძლებდა დამხმარებოდა. მაშინ მისგან გავიგე მისი დედიკოს ამბავი. ერთ ბედს ქვეშ ვიყავით – უსაყვარლესი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩნად ვიბრძოდით. მიუხედავად ამისა, ნინიმ გამონახა დრო და ცდილობდა ანიტასაც დახმარებოდა საავადმყოფოს მოძიებაში. რაღაც პერიოდი ვკონტაქტობდით, მერე ისე მოხდა, რომ უამრავი ადამიანის მოწერილს შორის ნინის ჩატი ვეღარ ვიპოვნე და ასე დავკარგე.

ხოდა, დღეს აქ მივულოცავ ამ დიდი გულის გოგოს დედიკოს გამოჯანმრთელებას და კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას იმისთვის, რომ მისთვის უმძიმეს დროს ჩემი გოგოსთვისაც იზრუნა როგორც შეეძლო.

და მინდა თქვნც იცოდეთ, რომ ნინი, რომელსაც არც ვიცნობ, თუ იმ რამოდენიმე დღის მიმოწერას არ ჩავთვლით, ასეთი საოცარი ადამიანია და მიხარია, რომ დღეს უკვე ბედნიერია დედიკოს კარგად ყოფნით”

თეგები: თამუნა გლურჯიძენინი ქარსელაძეხათუნა ჟორდანია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved