• რეკლამა
  • კონტაქტი
15:46, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩემდა სამარცხვინოდ მინდოდა, რომ ზუსტად იმ დღეს, 11 ნოემბერს მიწა გამსკდომოდა“ – ალეკო ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:14 11-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,636

ალეკო ელისაშვილმა უკრაინელ ერს ხერსონის დაბრუნება მიულოცა:

„მინდა, აქ წარმოდგენილ უკრაინელებსაც და მთელ უკრაინელ ერს მივულოცო ხერსონის დაბრუნება რვათვიანი ოკუპაციის შემდეგ. მეც, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი ამ დედამიწაზე, ცრემლებით ვუყურებდი, როგორ ეგებებოდნენ ხერსონელები საკუთარი სახელმწიფოს დაბრუნებას ოკუპირებულ ქალაქში და როგორი აღტაცებულები სკანდირებდნენ საკუთარი ჯარის, საკუთარი შეიარაღებული ძალების სახელს. ჩემდა სამარცხვინოდ მინდოდა, რომ ზუსტად იმ დღეს, 11 ნოემბერს მიწა გამსკდომოდა მე, როგორც ქართველს და საქართველოს მოქალაქეს, რადგან 11 ნოემბერსვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ ატოცში ისევ დაგვიყენეს ინსტალაციები რუსმა ოკუპანტებმა. ახლა რაღაც ლამაზი სიტყვა დავარქვით ამას, შეგვიძლია, საახალწლო განათებები ან ფოჩიანი კანფეტები დავარქვათ, მაგრამ მიწა-წყალი შემოგვიღობეს კიდევ ჩვენ, ზუსტად იმ დღეს, როდესაც უკრაინული არმიის დანახვაზე უკან მოუხედავად გარბოდნენ რუსები, აი იმ დღეს ზუსტად ისევ დაგვამცირეს ჩვენ, მხოლოდ ჩვენ გვამცირებენ ისევ რუსები. დედამიწაზე ერთადერთი სახელმწიფო ვართ, ტაჯიკეთი არ ეპუებათ, ყაზახეთის პრეზიდენტი ხელს არ ართმევს და ჩვენ ისევ გვჩაგრავენ და შეურაცხყოფას გვაყენებენ. უფრო მეტიც, ფიანდაზები რომ დავუგეთ საზღვარზე რუს ოკუპანტებს, დეზერტირებს, გამოქცეულებს, ყველაზე სამარცხვინო ხალხს, აი, ის ერთი რუსი იდგა და მარჯანიშვილზე დედას გვაგინებდა ნახევარი საათი, პერსონალურად გვაგინებდა ქართველებს. ჩვენდა სამარცხვინოდ, ერთი კაცი არ აღმოჩნდა იქვე ჩამვლელი, რომ საკადრისი პასუხი გაეცა, დაიჭირეს, მეორე დღეს გამოუშვა პოლიციამ. მეორე რუსმა იმავე დღეს წიხლქვეშ გაიგდო ქართველი გოგო კაფეში. აი, ასეთი უმადური, იმპერიალისტი ხალხია ესენი და ამიტომ ვამბობდი, მაგათი ფეხი არ უნდა ყოფილიყო აქ. იმიტომ გვიბედავენ ამ ყველაფერს და იმიტომ ვართ ასეთ სამარცხვინო დღეში, გიგა ოთხოზორია რომ დაგვიკლეს ქართული პოლიციის საგუშაგოზე და იმის მკვლელი დღემდე ლაღად რომ დადის, გამოფატრული რომ დაგვიბრუნეს აჩიკო ტატუნაშვილი და იმის მკვლელები რომ არხეინად დადიან და შერჩათ. ვაბედინებთ და გვიბედავენ. ეს დღეები მინდა, რომ სირცხვილით მიწა გამისკდეს. მეგონა, ისეთ ქვეყანაში გავიზარდე, იყო მეომრების ქვეყანა და სახელოვანი. რითი იყვნენ ჩვენი წინაპრები სახელოვანი? ქედს არ უხრიდნენ არავის და ჩვენ ვართ ასე თავჩაღუნულები. „ქართულ ოცნებას“ მინდა, გკითხოთ – არ გაწუხებთ ასე ღირსებააყრილები რომ ვართ? როდემდე უნდა ვიყოთ ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში?“

თეგები: ალეკო ელისაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

10 რჩევა – როგორ მოვაწყოთ პატარა ბინა ისე, რომ ვიზუალურად დიდი გამოჩნდეს
ახალი ამბები

10 რჩევა – როგორ მოვაწყოთ პატარა ბინა ისე, რომ ვიზუალურად დიდი გამოჩნდეს

15:31 11-07-2025
„არის ერთი ნიუანსი“ ნიკო ნერგაძის და თიბისის ერთობლივი YouTube პოდკასტი დაიწყო
ახალი ამბები

„არის ერთი ნიუანსი“ ნიკო ნერგაძის და თიბისის ერთობლივი YouTube პოდკასტი დაიწყო

15:12 11-07-2025
გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
ახალი ამბები

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით

16:49 11-06-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა

10:44 11-06-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved