ჩეხეთში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისა და ცალკეული პროფესიებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მოთხოვნა 2022 წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდება. 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების გარდა ვაქცინაცია ასევე სავალდებულო იქნება ექიმებისთვის, სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებისთვის, პოლიციელებისთვის, მეხანძრეებისა და სამხედროებისთვის.
ჩეხეთში 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის 82% ვაქცინირებულია, პროფესიულ ჯგუფებს შორის კი ყველაზე დიდი მოცვა სამხედროებსა და ექიმებს შორისაა, სადაც აცრის მაჩვენებელი 85%-ს აღწევს.
აღსანიშნავია, რომ სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების გადაწყვეტილება ერთ-ერთი ბოლოა მოქმედი მთავრობისთვის. ლიბერალებისა და კონსერვატორების ახალი ხუთპარტიული კოალიციის წარმომადგენლები საჯაროდ აცხადებდნენ, რომ ვაქცინაცია სავალდებულო არ უნდა იყოს.
კომენტარები