• რეკლამა
  • კონტაქტი
17:40, ორშაბათი, 19 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩავანაცვლოთ შიში ზრუნვით“ – როგორ ვმართოთ პანდემიისგან გამოწვეული სტრესი ბავშვებსა და ზრდასრულებში

ალია ავტორი - ალია
14:27 11-20-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

დეპრესიის მაჩვენებელი პანდემიის პერიოდში სამჯერ გაიზარდა.ამის შესახებ აშშ-ში ჩატარებული კვლევის ანგარიშშია ნათქვამი. დეპრესიის გამომწვევი მიზეზი,  დაავადების ან გარდაცვალების შიშის გარდა, ეკონომიკური ფაქტორებიც არის, რეგულაციებმა ადამიანების შემოსავალზე ყველა ქვეყანაში იმოქმედა.

იზოლაცია და მარტოობა განსაკუთრებით მძიმედ ბავშვებზე აისახა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, პანდემიამ ბავშვებს სამყაროსა და ადამიანების მიმართ შიში გაუჩინა. მაშინ, როდესაც ბავშვები სწორედ ის ასაკობრივი კატეგორიაა, რომელიც მძიმე დაავადების რისკჯგუფს არ წარმოადგენს, პანდემია მათ ფსიქიკას  დარტყმის ქვეშ აყენებს.

ზრუნვით ჩანაცვლებული შიში

რა უნდა გავაკეთოთ, რომ პანდემიის დროს სამყარო ბავშვებისთვის ნაკლებად საშიში იყოს?  ფსიქოლოგი ირმა როსტომაშვილი ამბობს, რომ სპეციალისტები ცდილობენ, ბავშვებს იზოლაცია და ადამიანებისგან მოშორებით ყოფნა დადებით კონტექსტში დაანახვონ და შიში ზრუნვით ჩაანაცვლონ. ფსიქოლოგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი დადებითი და ნაკლებად საშიში სიტყვა ვიხმაროთ, პანდემიაზე საუბრის დროს:

„პატარებს ვეუბნებით, რომ ბავშვებს პანდემიასთან ბრძოლისას აქვთ სუპერძალა, ასეთი სუპერძალაა – ხელების დაბანა, ნიღბის ტარება. ვუხსნით, რომ ახლოს არ უნდა მივიდნენ ბებიასთან და ბაბუასთან, თუმცა არა იმიტომ, რომ ნაკლებად უყვართ, არამედ იმიტომ, რომ მათზე ზრუნავენ და ეს ზრუნვაც სუპერძალაა”, – ამბობს ფსიქოლოგი.

რაც უფრო რთულ პირობებს უქმნის პანდემია ოჯახს, მით უფრო რთული გადასატანია იზოლაცია ბავშვისთვის. ირმა როსტომაშვილის თქმით, დეპრესიამ არა მხოლოდ ზრდასრულებში, არამედ ბავშვებშიც იმატა. ონლაინსწავლების გამო მოიკლო აკადემიურმა მოსწრებამაც.

ვიქნებით თუ არა ადამიანები  პანდემიის დასრულების შემდეგ ისეთივენი, როგორებიც მის დაწყებამდე ვიყავით

სპეციალისტებს ამაზე საუბარი უჭირთ. ირმა როსტომაშვილი ამბობს, რომ იზოლაციამ და კარჩაკეტილობამ ჩვენი ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალა. ბავშვებიც და მოზრდილებიც ონლაინცხოვრებას მივეჩვიეთ. მცირეწლოვნები მეგობრებს ონლაინ ეკონტაქტებიან, ზრდასრულები კი ხშირად, მეგობრებთან სტუმრობას, სერიალის ყურებას და სახლში ყოფნას ამჯობინებენ. ადამიანებში მოიმატა გაღიზიანებამ, აგრესიამ.

„არავინ იცის, როდის დასრულდება პანდემია, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მით უფრო რთული იქნება, დავუბრუნდეთ ისეთ ცხოვრებას, რომელიც პანდემიამდე გვქონდა, რადგან იზოლაციაში გამომუშავებული ბევრი ჩვევა გვექნება დასავიწყებელი“, – ამბობს ფსიქოლოგი.

მისივე თქმით, შესაძლოა, სტრესმა, რომელიც იზოლაციის პირობებში მივიღეთ, გაცილებით გვიან უფრო რთული ფსიქოლოგიური პრობლემები შექმნას ზრდასრულებშიც და ბავშვებშიც.

როგორ გავუმკლავდეთ სტრესს

ამერიკის დაავადებათა კონტროლის რეკომენდაციით, პანდემიისგან გამოწვეული სტრესისგან  თავის დაღწევაში რამდენიმე ჩვევის გამომუშავება დაგვეხმარება:

„პერიოდულად აღარ უყუროთ, იკითხოთ ან მოუსმინოთ ახალ ამბებს, მათ შორის – სოციალურ მედიაშიც. ინფორმირებულობა კარგია, თუმცა მუდმივად პანდემიაზე საუბრის მოსმენა ფსიქიკაზე დადებითად არ მოქმედებს. დღეში მხოლოდ რამდენჯერმე გაეცანით ახალ ამბებს;

იზრუნეთ თქვენს სხეულზე;

ისუნთქეთ ღრმად, მიმართეთ მედიტაციას;

სცადეთ, იკვებოთ ჯანმრთელად, მიირთვით დაბალანსებული საკვები;

ივარჯიშეთ რეგულარულად;

იძინეთ საკმარისად;

მოერიდეთ ზედმეტ ალკოჰოლს, თამბაქოს და სხვა ნივთიერებებს;

სამედიცინო პრევენციულ ღონისძიებებს მიმართეთ ისე, როგორც ადრე – როგორიცაა ვაქცინაცია, კიბოს სკრინინგი და ა.შ;

აიცერით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით;

ესაუბრეთ მეგობრებს, ადამიანებს, ვისაც ენდობით, მოუყევით თქვენი შიშებისა და გრძნობების შესახებ”, – წერია CDC-ს რეკომენდაციებში.

წყარო: pia.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved