• რეკლამა
  • კონტაქტი
05:17, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩაუშვებენ” თუ არა “ოცნებას” “არასანდო პოლიტიკოსები”? – რას ამბობს კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
17:38 12-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

დედაქალაქის მერმა და “ქართული ოცნების”გენერალურმა მდივანმა,  კახა კალაძემ ე.წ. მესამე რაუნდის დასრულებამდე განაცხადა:

„რაც შეეხება მესამე რაუნდს, შეხვედრები მიმდინარეობს. დაველოდოთ, როგორ წარიმართება, თუ მოხდება კონსესუსის მიღწევა, გაირკვევა მომდევნო დღეების განმავლობაში.კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ მოლაპარაკებები, რაც მიმდინარეობს ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, მგონი, ყველას აქვს შეთანხმება აღებული, რომ ეს შეთანხმება, ვიდრე ბოლომდე არ იქნება მიღწეული და არ იქნება ხელმოწერილი, დეტალებზე საუბრისგან თავი უნდა შევიკავოთ. თუმცა, სამწუხაროდ, მიზანმიმართულად ხდება ინფორმაციების გამოტანა და აქაც კარგად ჩანს, რომ ეს პოლიტიკოსები არიან არასანდოები, როგორც ზოგადად ქვეყნის შიგნით, ისე ჩვენ საერთაშორისო მეგობრებისთვის.რაც შეეხება კონკრეტულ ჩანაწერებს, რაზეც აპელირება მიდის, ჯერ ერთი ხელისუფლებას არანაირი უფლებამოსილება არ აქვს იმის, რომ ვიღაცა გაათავისუფლოს და გამოუშვას, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია. სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილება. რაც შეეხება არჩევნების ხელახალ ჩატარებას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა კალაძემ.

“ალია” შეგახსენებთ, რომ “არასანდო” პოლიტიკოსების შეხვედრა დასრულდა და მათ ჯერ არანაირი დეტალი არ გაუხმაურებიათ, ასე რომ ვთქვათ, არავინ “ჩაუშვიათ”

რა ითქვა დღეს, დახურულ შეხვედრაზე ისეთი, რომ ქართული ოცნების ლიდერები, ჯერ კიდევ შეხვედრის დასრულებამდე ამბობდნენ, ეს არ უნდა გახმოვანდესო, ამ დრომდე უცნობია.

ხალხი, რომლის ხმებსაც ახლა აშშ-ს ელჩის კაბინეტში იყოფენ და ვერ იყოფენ, ამბობს, მალე კანონპროექტს მიიღებენ, რომლის მიხედვითაც “ჩაშვება” დასჯადი გახდებაო და რა გითხრათ…

თეგები: 2020 არჩევნებიკახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved