• რეკლამა
  • კონტაქტი
06:41, ოთხშაბათი, 18 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩათვალე, ყველაფერი ჩამოქცეულია, ლარი არ იარსებებს, და ეს იქნება როგორი ქაოსი იცი? – ევროპელებთან იმიტომ ვძაბავთო, თქვენ უნდა “გაგა@იდარასტონო”, ეს “ხაჩიკოვსკი” ბაზარია” – მორგოშია

ალია ავტორი - ალია
04:45 03-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,681

ალტ–ინფოს ლიდერი, კოკა მორგოშიამ, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, ობიექტივთან, იმ რისკებზე ისაბრა, რასაც ე.წ. მთავრობის ლეგიტიმაციის არაღიარება მოუტანდა ქვეყანას და თქვა:

თუ ევროპამ ამ არჩევნებს ლეგიტიმაცია არ მისცა, ამას აღარ სჭირდება აქციები, არც კარვები, არც გამოსვლა, ჩათვალე, ყველაფერი ჩამოქცეულია. 

თუ არჩევნებს ლეგიტიმაციას არ აძლევენ, პარლამენტიც არალეგიტიმურია, ეს ნიშნავს რას, დოლარი ერთ თვეში გახდება 5.0 ან 7.0, კატასტროფული ინფლაცია წავა, ავტომატურად ამ ინფლაციიდან, ჩამოიქცევა საბანკო სისტემა, რომელზეც დამოკიდებულია ქვეყნის ფინანსური ბაზრის 90 პროცენტზე მეტი და ამას იქით, ყველანაირი ინვესტიციები, ავტომატურად შეჩერდება, ჯიბრით კი არა, ავტომატურად, არ იქნება ის პირობები რომ ინვესტიციაზე იყოს საუბარი.

ავტომატურად, ექსპორტ–იმპორტიც ჩამოიშლება, ლარი არ იარსებებს, და ეს იქნება როგორი ქაოსი იცი? საერთოდ აზრი არ ექნება მელია რომელ კარავში შევა და გვარამია რომელ ხეზე ავა, არანაირი მნიშვნელობა არ ექნება.

ცხადია. რეალობაში, ქართული ოცნებისთვის არაფერი შეიცვლებოდა, ვისაც უნდა გაემარჯვა ამერიკაში. ამათ იმისი იმედიც ჰქონდათ რომ ივნისში, ევროპარლამენტის არჩევნებზე ორბანების წვიმა წამოვიდოდი, მაგრამ სხვანაირად დაჯდა. ამათ რომ ჭკუა ჰქონოდათ, ოცნებას, გიჟი ონფორმატორებისთვის კი არ უნდა დაეჯერებია, უნდა დაეჭირათ სანთლები ხელში და ელოცათ კამალა ჰარისს მოეგო.

ვა–ბანკზე წავიდნენ, ახლა სიტუაცია მათზე დამოკიდებული საერთოდ არ არის. 

12 წელია ესენი ეუბნებიან თქვენ ხართ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეო. აქ პატარაზე და დიდზე არაა საუბარი. პოლიტიკა რაც აწარმოა დღემდე სახელმწიფომ, იყო ვითომ პროდასავლური, ევროატლანტიკური. ახლა თუ შენ ევროპელები გეუბნებიან, რომ არჩევნებს არ გიღიარებთ და ლეგიტიმაციას არ გაძლევთ, ეს არის ქვეყნისთვის ბანკროტი. რადგან მთელი სისტემა ჩამოკიდებულია ამ ვერტიკლაზე, აქ რიგგარეშე არჩევნები კი არა, ქვეყნის სერთოდ არსებობა–არარსებობის საკითხი დგება.

და ვის დაბრალდება ეს? – ევროპელებს ვერ დააბრალებენ, ევროპელებზე რომ ასე დამოკიდებულნი ვართ, მაქამდეც თვითონ მიიყვანეს, ევროპელებთანაც თვითონ დაძაბეს, მერე ჩვენ გვაყვედრეს, იმიტომ ვძაბავთო, თქვენ უნდა “გაგა@იდარასტონო”, ეს არაფრისმომცემი “ხაჩიკოვსკი” ბაზარი.

და ტრამპმა რომ ის თქვას, რასაც ესენი არ ელოდებიან, რას იზამენ? ხუდადოვის ტყეში დაიბარებენ სალაპარაკოდ? ისე იქნება, როგორც იქნება. მთელი ქვეყანა ახლა იმაზე დამოკიდებულია, რას ჩაუჩურჩულებს ამერიკა ევროპას, “დავაი” ჩაჩეხეთ ბოლომდე, თუ აი, ესე ივაჭრეთ…

ფილტრია დღეს სალომე ზურაბიშვილი, იქ შეიძლება გვარამიას ვიღაცას წერს და გახარია, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. მოთამაშეები სალომეს მეშვეობით ეკონტაქტებიან ევროპელებს, ამათი აქტივობები, აქციები არის მათთან შეთანხმებული, ევროპელები როცა ეტყვიან დააძაბინებენ, როცა საჭირო იქნება “გაალაითებენ”, როცა საჭირო იქნება მარცხნივ გადაახვევინებენ, როცა საჭირო იქნება – მარჯვნივ.

მთავარია ორივე პოლუსმა მოახერხა ის, რომ ახლა ოცნების და ოპოზიციის ბედი დამოკიდებულია ამერიკელებეზე და ევროპელებზე, როგორც ისინი გადაწყვეტენ, იმ “პალაჟენიაში” დრჩება ოპოზიციაც და ოცნებაც. 

ჩვენ, ამაში მონაწილეობა არ მიგვიღია, ამას ვამბობდით თავიდანვე.

არავის აქციას არ მოვუწყობთ, არავის კონტრაქციას არ შევუერთდებით, არავის დასაცავად არ გამოვალთ და არავის საცემადაც არ გამოვექანებით.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved