• რეკლამა
  • კონტაქტი
05:03, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ჩასაფრებითაა ნასროლი… მკვლელის შვილმაც, აქ მე მგონი ვიღაც უნდა მოკვდესო… შესასვლელ კართან იდგა თოფით” – რას ამბობენ გურჯაანში მომხდარ დანაშაულზე მოკლულის მამა და მეზობლები

ალია ავტორი - ალია
13:41 09-04-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
866

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვეჯინში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები – ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე თვეა პენსიონერ მეზობელს და ჯანიაშვილებს კონფლიქტი მიწის ნაკვეთზე ჰქონდათ. შემთხვევამდე მათ შორის შელაპარაკება სწორედ ამ მიზეზით მოხდა.

“კურიერი” მოკლული 35 წლის მამაკაცის მამას ესაუბრა. დავით ჯანიაშვილი ვარაუდობს, რომ მათთან კონფლიქტში მყოფ მეზობელს დანაშაული წინასწარ ჰქონდა განზრახული.

“წინდაწინ იყვნენ მომზადებულები, იმიტომ, რომ ჩასაფრებით არის ნასროლი. მე ცოტა მოშორებით ვიყავი თოფის ხმა რომ გავიგე. ჩემი შვილი, საცოდავი, გარკვეული მეტრაჟით გამოიქცა. სანამ შევხვდებოდი, დავარდნილი იყო, გონი აღარ ჰქონდა, ძლივს სუნთქავდა…

მისასვლელი იყო და [მკვლელობაში ბრალდებულმა] ადრე “სეტკით” გადაგვიკეტა, იჩემებდა ჩემია, ჩემიაო. მაგის არ იყო და ვუთხარით… თვითონ მკვლელის შვილმაც, აქ მე მგონი ვიღაც უნდა მოკვდესო. მეთქი რას ამბობ, აბა დაუკვირდი. კარგი, კარგიო და ამით დამთავრდა…” – ამბობს დავით ჯანიაშვილი.

მომხდართან დაკავშირებით მედიასთან ადგილობრივებიც საუბრობენ.

“ტერიტორიაზე შესასვლელ კართან იდგა თოფით. თოფი დატენილი ჰქონდა თუ ცარიელი იყო არავინ არ ვიცით. ალბათ ვფიქრობ მზად იყო თავდასაცავად,” – აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

ცნობისთვის – 89 წლის კაცმა 35 წლის მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა. ბექა ჯანიაშვილი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მოხდა. სავარაუდო დამნაშავე, ხანდაზმული მამაკაცი, დაკავებულია. მიმდინარეობს ძიება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved