პარტია კანონი და სამართლის ლიდერი, თაკო ჩარკვიანი მოუწოდებს ყველას, რომ რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან დაგეგმილ დღევანდელ აქციას შეუერთდნენ.
“დღეს 10 ოქტომბერს 5 საათზე ყველას მოვუწოდებ ყველას! ყველა პარტიას, პოლიტიკოსს, ამისტებს იმისტებს, გავაპროტესტოთ კორუფცია და შერჩევითი სამართალი, რომელმაც ნანგრევებში მოიყოლა ჩვენი შვილების მომავალი და სწორედ ამ შერჩევითი სამართლის და მახინჯი კლანური სისტემის გასაპროტესტებლად ვიკრიბებით 5 საათზე რუსთაველზე პარლამენტთან! მახინჯ სისტემას არ გავასამართლებინოთ რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი!!!!
ერთხელ მაინც ერთად ვიყოთ, ერთხელ მაინც ! სახელმწიფო ხალხია, ამიტომ მივცეთ დღეს ტრიბუნა ხალხს და მიკროფონიც ხალხს”, – წერს ჩარკვიანი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. ყოფილმა პრეზიდენტმა გათავისუფლების მოთხოვნით პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და უკვე მეათე დღეა შიმშილობს.
კომენტარები