• რეკლამა
  • კონტაქტი
23:38, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩამოთვალონ დანაშაულები, არა მარტო მოინანიონ “- ირაკლი კობახიძე

laura-abramia ავტორი - laura-abramia
21:56 12-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ჩამოთვალონ დანაშაულები, არა მარტო მოინანიონ, თქვან, რომ ამის ჩამდენი პოლიტიკური ძალის ადგილი პოლიტიკაში არ არის, როგორც კი ამას იტყვიან, მაშინვე შევრიგდებით – ალბათ, სალომე ზურაბიშვილიც ამას გულისხმობდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის  გამოსვლას დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე.

ირაკლი კობახიძის  განცხადებით, ზოგადად საყოველთაო შერიგების შესახებ ინიციატივა მნიშვნელოვანია და აუცილებელი ქვეყნისთვის, თუმცა მას გარკვეული წინაპირობები აქვს.

„ინიციატივა არის ზოგადად მნიშვნელოვანი და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს არის აუცილებელი ქვეყნისთვის, მაგრამ შერიგებას, მათ შორის პოლიტიკაში, აქვს თავისი წინაპირობები და ამის წინაპირობა არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სინანული და მონანიება. საუბარია ჩადენილი დანაშაულების გამო სინანულზე და ამ დანაშაულების მონანიებაზე. მე ასე წარმომიდგენია შერიგება. თუნდაც „ნაცმოძრაობასთან“. გამოდის მათი ლიდერი და ჩამოთვლის მის მიერ ჩადენილ დანაშაულს: ბიზნესის რეკეტი, რამდენ ადამიანს წაართვეს ქონება, რამდენი ადამიანი მოკლეს, მოსპეს სიცოცხლე, ზღვაში რომ აგდებდნენ, ფეხზე რომ აბამდნენ გირებს, ჩამოთვალონ ესენი. ასევე, გირგვლიანის საქმე, როგორ ჩააბარა ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის ფედერაციას. როგორ ხდებოდა ის, რომ 12-ჯერ მეტი ადამიანი კვდებოდა ციხეებში მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, როგორ ხდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება, არაადამიანური მოპყრობა. ჩამოთვალონ ეს დანაშაულები, მერე თქვან, რომ ისინი ინანიებენ და ამ დანაშაულების ჩამდენ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა. ამას როგორც კი იტყვიან მაშინვე შევრიგდებით. ალბათ ქალბატონი სალომეც ამას გულისხმობდა, რა თქმა უნდა, ნაბიჯები უნდა გადაიდგას და უნდა მოვუწოდოთ კიდევ ერთხელ ამ პოლიტიკურ ძალას მოინანიოს მის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები. არა მარტო მოინანიოს, შემდეგ თქვას, რომ ამ დანაშაულების ჩამდენი პოლიტიკური ძალის ადგილი პოლიტიკაში არ არის. 48 მილიონს რომ მოიპარავ და კიდე პოლიტიკაში გინდა ყოფნა, ადამიანს რომ აწამებ და კიდევ პოლიტიკაში გინდა ყოფნა, შეკვეთას რომ მიცემ ადამიანის ცემის და მკვლელობის და კიდევ პოლიტიკაში გინდა ყოფნა, აქ რაზეა საუბარი?!“.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ის პირობას დებს, წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა უახლესი ისტორიის საერთო აღქმას მივაღწიოთ, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ.

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved