• რეკლამა
  • კონტაქტი
23:46, ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩამოგდებული სამოქალაქო თვითმფრინავისთვის აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის

ალია ავტორი - ალია
10:50 07-20-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
159

2024 წლის დეკემბერში ბაქო–გროზნოს ავიარეისის ჩამოგდების გამო აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შუშაში გამართულ მესამე მედია ფორუმზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, 2024 წლის 25 დეკემბერს ყაზახეთის ცაში ჩამოვარდა ავიაკომპანია AZAL-ის სამოქალაქო თვითმფრინავი, რომელსაც ბაქოდან გროზნოში მიჰყავდა მგზავრები. ტრაგედიამ 38 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავი რუსული რაკეტის მოხვედრის შედეგად განადგურდა.

„სამწუხაროდ, რუსული მხარისგან არ მიგვიღია არც ახსნა, არც პასუხი. უკვე 7 თვე გავიდა. ჩვენთვის ყველაფერი ნათელია. გვაქვს მტკიცებულებები, ვიცით რა მოხდა და ვიცით, რომ რუსეთმაც ზუსტად იცის სიმართლე“, – განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანის მოთხოვნა სამართლიანია:
– რუსეთმა აღიაროს პასუხისმგებლობა,
– დასაჯოს დამნაშავეები,
– და გადაუხადოს კომპენსაცია როგორც დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს, ასევე ავიაკომპანიას.

ეს ინციდენტი არ იქნება დავიწყებული. ვამზადებთ დოკუმენტაციას და საქმეს გადავცემთ საერთაშორისო მართლმსაჯულებას. ვიცით, რომ ეს შეიძლება წლები გაგრძელდეს – მალაიზიური „ბოინგის“ საქმემ, რომელიც 2014 წელს რუსულმა რაკეტამ ჩამოაგდო უკრაინაში, ათ წელზე მეტი გასტანა. მაგრამ ჩვენც დაველოდებით – სამართლიანობა აუცილებლად უნდა იზეიმებს, – განაცხადა ალიევმა.

ღონისძიებაზე ალიევმა ასევე უპასუხა კითხვას, თუ რას ურჩევს უკრაინელ ხალხს:

როცა რამდენიმე წლის წინ უკრაინის წარმომადგენელმა მსგავსი კითხვა დამისვა, მაშინაც იგივე ვუთხარი და ახლაც იგივე ვიტყვი:
არასდროს დათანხმდეთ ოკუპაციას. არასდროს დანებდეთ და არ შეეგუოთ თქვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას.
ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც უკრაინელების მისწრაფებებსაც სრულად შეესაბამება,
 – თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

14:27 02-26-2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved