ომში დაღუპული ქართველი სამხედროს სამოქალაქო პანაშვიდზე არ წყდება ხალხის ნაკადი, ადგილზე ამ დრომდე არ გამოჩენილა მთავრობის არცერთი წარმომადგენელი.
უკრაინაში დაღუპულ ქართველ სამხედროს პატივი მიაგეს ,,ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებმა. ოპოზიციური პარტიის წევრები სამწუხაროს უწოდებენ ფაქტს, რომ სამშობლოში ჩამოსვენებულ ქართველ გმირებს ხელისუფლება არ დახვდა და პატივი არ მიაგო.
“სამწუხაროა, ჩამოასვენეს გმირები და ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ მისულა. ეს უკვე მათი შეფასებაა – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
კომენტარები