გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. ჩალაუბნის ტეკის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
35 წლის ლევან ბეჟაშვილის ცხედარი არსებული ინფორმაციით, საგარეჯოში, სოფელ მზისგულში ადგილობრივებმა იპოვეს და პოლიციას შეატყობინეს.
შსს-ში დეტალებზე ვერ საუბრობენ.
დედის ინფორმაციით, შვილმა 19 სექტემბერს დაურეკა და უთხრა, რომ თბილისიდან სამარშრუტო ტაქსით დედოფლისწყაროში ბრუნდებოდა. ამის შემდეგ კი მისი კვალი გაქრა.
კომენტარები