• რეკლამა
  • კონტაქტი
01:22, ორშაბათი, 15 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩაკეტილ ქვეყანაში მინისტრი, თებერვლის ბოლოს, მესამე ტალღას ელოდება!

ალია ავტორი - ალია
14:59 01-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის მესამე ტალღას საქართველოს, სავარაუდოდ, თებერვლის მეორე ნახევრიდან უნდა ელოდოს.

მინისტრმა ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„მაშინ როდესაც მსოფლიო საუბრობს მესამე ტალღაზე, საქართველო, რა თქმა უნდა, ვერ იქნება გამონაკლისი, თუმცა ამ კომპონენტშიც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვიყენოთ და ასევე გავითვალისწინოთ ყველა არსებული გამოცდილება, არა მხოლოდ მზადყოფნის არამედ მართვის კომპონენტშიც.

ევროპაში მესამე ფაზა უკვე დაწყებულია. ჩვენ მეორე ფაზა გვქონდა შედარებით მოგვიანებით, ვიდრე ევროპას.

აქედან გამომდინარე, სავარაუდო მესამე ტალღა, შესაძლოა, იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, “ალიასთან” ბევრი ექიმი საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს ჯერ მეორე ტალღაც არ ჰქონია და ის რასაც ახლა გავდივართ პირველი ტალღაა. მეორე ტალღას კი ისინი ვარაუდობენ მოგვიანებით, მარტის ბოლოდან ელიან, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა გაიხსნება.

დღეს, პაატა იმნაძემ შეგვაქო, ამასაც შეგახსენებთ და თქვა, რომ ხალხი თავშეკავებულად შეხვდა ახალ წელს და ამიტომ იკლებს ინფიცირებულთა რიცხვი – არადა, შავი პარასკევის ეფექტითაც გვაშინებდნენ, შობის ეფექტითაც და ახალი წლისასაც, როგორც ჩანს, თავშეკავებულნი გავხდით.

თუ თავშეკავებულნი ვართ და ვირუსი უკან იხევს, რის საფუძველზე ველოდებით ჩაკეტილ ქვეყანაში “მესამე ტალღას”? – მინისტრს ამაზე პასუხი არ აქვს!

და თუ ჩაკეტვის მიუხედავად მაინც იქნება მესამე ტალღა და სახადივითაა, მაშინ რა საჭიროა ასეთი ზემკაცრი შეზღუდვები? მაგალითად, რა საჭიროა ღამის შეზღუდვა, რომელსაც ვერც ერთი ექიმი ხსნის, რისთვისაა? რატომ არ შეიძლება ტრანსპორტი ნაწილობრივ აღადგინო და აკონტროლო?

1 თებერვლიდან, სავაჭრო ცენტრები იხსნება, მაგრამ როგორც სავაჭრო ცენტრების მფლობელებმა მთავრობასთან შეხვედრის მერე თქვეს, სავარაუდოდ ისევ არ იხსნება ტრანსპორტი!

ჯანდაცვის მინისტრი ფეხით დადის, თუ ველოსიპედით?

თეგები: ეკატერინე ტიკარაძეკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved