• რეკლამა
  • კონტაქტი
02:13, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ბულინგის მცდელობის მიუხედავად, ჩვენ ჩვენს პოზიციას არ გადავუხვევთ“ – ლევან დავითაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:42 10-31-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
130

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ჟურნალისტების მიერ ჩინეთში ვიზიტის შესახებ დასმული კითხვის პასუხად, განაცხადა, რომ საერთაშორისო ფორმატებში მონაწილეობა ხალხის ინტერესებს ემსახურება.

“ბევრ ოპონენტს უნდა, რომ საქართველოს ინტერესები დაზიანდეს, მაგრამ ბულინგის მცდელობის მიუხედავად, ჩვენ ჩვენს პოზიციას არ გადავუხვევთ – საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო ფორმატებში ემსახურება მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს. ბევრი საერთაშორისო ფორმატია და საქართველოს მონაწილეობა ასეთ ფორმატებში ემსახურება მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს, რათა საქართველოს ინტერესები უკეთესად იყოს წარმოჩენილი, ეს ყველაფერი ხალხს ემსახურებოდეს. ხავსს ეჭიდება ოპოზიცია, არაფრიდან, გამოწოვილი თემებიდან, ცდილობენ, სკანდალი შექმნან, რაც, მორიგჯერ, უსუსური მცდელობა იქნება. ამ შემთხვევაშიც იგივეა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას ფარულ ურთიერთობაში ადანაშაულებენ. ფარული კომუნიკაცია არ გვქონია“,- აღნიშნა დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდი „ერთადერთი პერიოდია, როდესაც საქართველოს ოკუპანტის მიმართ არაფერი დაუთმია“.

“ჩვენ თუ ჩვენს ოკუპანტებს რაიმე ნაწილში დავუთმობთ ჩვენს ინტერესებს, რა თქმა უნდა, ჩვენ უსამართლოები ვიქნებით ჩვენი გმირების ხსოვნის და მოსახლეობის წინაშე. საქართველოს ხელისუფლება, მოსვლის დღიდან, მხოლოდ თავის ხალხს ემსახურება. ჩვენი [მმართველობის] პერიოდი ერთადერთი პერიოდია, როდესაც საქართველოს ოკუპანტის მიმართ არაფერი დაუთმია არცერთ ასპარეზზე, არც საერთაშორისო პლატფორმებზე დიპლომატიური კუთხით, საერთაშორისო სასამართლოებში, არც დამატებითი ტერიტორიების დაკარგვის და ოკუპაციის გზით. პირიქით, გავაძლიერეთ, ჩვენი ქვეყნის ინტერესები”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

თეგები: ლევან დავითაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved