• რეკლამა
  • კონტაქტი
06:54, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბუდუ ზივზივაძის პოლიტიკური ნიშნით დაჩაგვრაზე საუბარი სისულელეა” – გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
20:15 06-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,202

დეპუტატი, რომან გოცირიძე:

თამაშზე არაფერს დავწერ. სულ მცირე, არ უნდა წაგვეგო.
რაც შეეხება სოციალურ ქსელში გამართული პოლემიკის მთავარ თემებს:
ბუდუ ზივზივაძე. უნდა გამოეყვანა თუ არა ადრე. ვის ნაცვლად? მიქაუტაძის შეცვლა ბოლო წამამდე დაუშვებელი იყო. კარგადაც თამაშობდა და როცა გოლის გატანაა საჭირო, ყველაზე მეტად მისგანაა ეს მოსალოდნელი. ზივზივაძის შემოყვანა მცველის ნაცვლად მაინც გამართლებული იყო, რადგან გუნდი იძულებული იყო ვა-ბანკზე წასულიყო და უკვე გამართულ სათამაშო სქემაზე არავინ ფიქრობდა, იღბალს იყო მინდობილი და ბოლო წამებზე იღბალიც გამოჩნდა და მერე ზურგი გვაქცია.
ბუდუ ზივზივაძის პოლიტიკური ნიშნით დაჩაგვრაზე საუბარი სისულელეა.
გიორგი ჩაკვეტაძე. არ იყო შესაცვლელი თამაშიდან და თუნდაც ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე, მაგრამ როცა რაღაცა შესაცვლელი გაქვს, როცა შეტევა უნდა გაამწვავო და სათადარიგო სკამზე ზურიკო დავითაშვილი გყავს, ეს ცვლილება გარდაუვალი იყო. სხვა უნდა შეეცვალა ჩაკვეტაძის ნაცვლად? ეს შეუძლებელი იყო. ნახევარდაცვა მოიშლებოდა, მაშინ როცა ერთი დამცველიც ჩაიხსნა ბუდუ ხივზივაძის შემოსაყვანად.
ხვიჩა კვარაცხელია. ერთსულოვანი აზრია, რომ ვერ ითამაშა. არ ვიტყოდი ასე. ვერ ითამაშა ისე, როგორც ხვიჩას უნდა ეთამაშა. ნებისმიერს რომ ისე ეთამაშა, როგორც ხვიჩამ, ყველა იტყოდა, რომ კარგი თამაში ჰქონდა. ხვიჩას სისწრაფე დააკლდა, ვერც ერთი-ერთზე გასცდა მოწინააღმდეგეს ბევრჯერ, რაც იშვიათად ხდება. შესაძლოა არაა სრულ კონდიციებში. მიუხედავად ამისა, თამაშს ამწვავებდა და მისკენ იმდენად იყო მიმართული ყურადღება, რომ მარცხენა ფლანგი ლამის აიკლო წიტაიშვილმა. რადგან წიტაიშვილი ვახსენე, ყველაზე სუსტი იყო გუნდში. დაცვაში ჩააგდო თამაში, უფრო პოზიციურად, ვიდრე კონტაქტურად.
ყველა ამბობს, რომ ხვიჩა უნდა გამოეცვალა და ზივზივაძე შემოეყვანა. ეს შეუძლებელია. ბუდუ ტარანის ტიპის ტიპიური ცენტრფორვარდია. ვიღაცამ ბურთი უნდა მიიტანოს მასთან. მიქაუტაძე ცოტა სხვანაირია, არატიპიური, დაბალი გაბარიტების ცენტრფორვარდია
( გაიხსენეთ რომარიო ბრაზილიაში).
და ბოლოს ხვიჩაზე: რამდენჯერაც შეცვალეს ნაპოლიში, იმდენჯერ ინანეს. ხვიჩას მეურვე სამ ფეხბურთელს ხელ-ფეხი ეხსნება და ძალიან იზრდება დაცვაზე წნეხი.
იტალიელი ზოგიერთი ექსპერტი და ყოფილი ტოპ დონის მწვრთნელები ამბობენ: კვარაცხელია არასდროს უნდა შეცვალო. ეს მხოლოდ მაშინ შეიძლება გააკეთო, როცა თამაში მოთავებულია და ტრავმას გინდა რომ აარიდო.
კიტეიშვილის არყოფნა: დღევანდელ ნაკრებში ორი შეუცვლელი ფეხბურთელია, კვარაცხელია და კიტეიშვილი. შედეგი შეიძლება სხვა ყოფილიყო, კიტეიშვილს რომ ეთამაშა. როცა ყველა ელოდა, რომ მას კვეკვესკირი შეცვლიდა, მწვრთვნელმა მექვაბიშვილი დააყენა და აბსოლუტურად სწორადაც.
ლოჩოშვილი. უცნაური ცვლილება. როცა გოლი არის გასატანი, რატომ არა ნახევარდამცველი შენგელია ან თუნდაც ლობჟანიძე( არაა მისი ფლანგი) და რატომ დამცველი? სხვა ცვლილებების გათვალისწინებით, დაცვა და ნახევარდაცვა ძალიან აირეოდა. ბოლო ათ წუთში, როცა აუცილებლად გაქვს გასატანი, ყველაფერი მოსულა და სქემებს დიდ ყურადღებას არავინ აქცევს, მაგრამ არის რაღაც ზღვარი. თანაც ცვლილებების შემდეგ ორჯერ გვქონდა მოკლე დროში გოლის გატანის შანსი.
მამარდაშვილის წინ წასვლა. პრაგმატულად სჯობდა, რომ მინიმალური ანგარიშით წაგვეგო, რადგან ჩეხებთან მოგების შემთხვევაში გოლების ბალანსს დიდი მნიშვნელობა ექნება. თუმცა ეს ძალიან თეორიულია და მამარდაშვილის წინ წასვლითა და საჯარიმოში მეტობის შექმნით ორჯერ კინაღამ გავიტანეთ და მეტოქე ძელმა იხსნა.
მწვრთნელი: ყველაფრი სწორად გააკეთა.
დასკვნა: საქართველოს გუნდში მხოლოდ სამი ფეხბურთელი თამაშობს ტოპ ლიგების ხუთეულში, დანარჩენი კი ლიგების რეიტინგის მიხედვით 20-30-ის სიახლოვეს იმყოფება. ზოგიც სულაც დაბალი დონის ლიგის მეორე ლიგაში თამშობს( მაგ. საბერძნეთის მეორე ლიგა). კვარაცხელიასა და მამარდაშვილის გამოკლებით, გუნდის ჯამური ღირებულება ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში. როდესაცა ასეთი დაუბალანსებელო გუნდი მსგავს შედეგებს აღწევს, ეს მწვრთნელის, თავდადების, პატრიოტიზმის და რაც მთავარია, რამდენიმე ვარსკვლავის ფაქტორითაა განპირობებული. ხვიჩა როცა არ იყო ტრავმების გამო გუნდში, გუნდში მაინც მისი აურა იგრძნობოდა. არა ფსიქოლოგირად, არამედ სათამაშო სქემითა და გუნდის იმიჯით. ასე იყო თბილისის დინამოში-როცა ყიფიანი არ იყო, მის როლს ნუკრი კაკილაშვილი ირგებდა. სათამაშო სქემით არაფერი იცვლებოდა. შეგვეძლო გვეფიქრა, რომ გუნდმა ითამაშა ისე, როგორც ყიფიანი რომ ყოფილიყო, ოლონდ საუკეთესო თამაში არ გამოსვლოდა.
ჩეხეთთან თამაში. კიტეიშვილი ოთხ დღეში ვერ აღიდგენს კონდიციებს, რომც ითამაშოს, მაგრამ ერთი ტაიმი მაინც რომ გაძლოს, მაგარი იქნება. ჩეხეთი თურქეთის დონის გუნდია. ორგანიზებით და ძალით სჯობია თურქეთს, ტექნიკურად ჩამორჩება. დაახლოებით ისეთი თამაში იქნება, როგორც თურქეთთან. აქ მაინც უნდა გაგვიმართლოს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved